ერთსულოვნება
ილია II

ქრისტიანები უნდა გაერთიანდნენ არა გარეგანი ნიშნებით, არამედ შინაგანი არსებით, როგორც გაერთიანებულია სამპიროვანი წმიდა სამება ერთარსებად, და ქრისტიანთა ეს გაერთიანება ერთ აზრსა და ერთსულოვნებაში უნდა ვლინდებოდეს.

link
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

წმ. მამათა ნაწერების კითხვით შეითვისე მათი აზრები და სულისკვეთება. წმ. მამებმა მიაღწიეს მიზანს - ცხონებას. შენც მიაღწიე იმავე მიზანს მოვლენათა ბუნებრივი განვითარებით: ცხონდები, როგორც წმ. მამათა თანამოაზრე და მათთან ერთსულოვანი.

link
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

პირველ ქრისტიანებზე ნათქვამია, რომ ისინი იყვნენ ერთსულ (შეად. ფილიპ. 2, 2), მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს მათ ყველას ერთი სული ჰქონდა, არამედ იმის მანიშნებელია, რომ ისინი ერთი სულიწმიდით ცხოვრობდნენ და საზრდოობდნენ. იმავე სული... იხილეთ სრულად

link
პაისი მთაწმინდელი

ხორციელად ჩვენ ყველა ადამიანის ძმები ვართ, ყველანი ძმები ვართ და ჩვენ ღვთის მონები ვართ, გარდა ამისა, ღვთის მადლით, ხომ ჩვენ, მორწმუნეები ქრისტეს საღვთო სისხლით ვართ გამოსყიდულნი. სულიერ ცხოვრებაში ჩვენ ადამს ხორციელად ვენათესავებ... იხილეთ სრულად

link
 

უფალმა ღმერთმა, შემქმნელმა „ერთისაგან სისხლისა ყოველთა ტომთა კაცთასა“, კეთილინება, რათა ერთსისხლისანი ერთსულნიც ყოფილიყვნენ. მაცხოვარი ჩვენი იესუ ქრისტე თავისი მსახურების საქმეს ესრეთ განაგებდა, რომ „იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყე... იხილეთ სრულად

link