
ნახე, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!
ნახე, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!
შეუძლებელია ერთდროულად გიყვარდეს ვერცხლიცა და სულიც.
ვერცხლისმოყვარე სახარების მგმობელი და ნებით განდგომილია
ნუ გაცვლი მეგობარს ფულზე, ნურც ღვიძლ ძმას _ ოფირის ოქროზე. თ. 6-7
მომხვეჭელობის გამოვლინებანია ვერცხლისმოყვარეობა და სიძუნწე.
ოქრო - ისეთივე ხაფანგია კაცთათვის, როგორც - ჩიტებისთვის კაკანათი.
ვერცხლისმოყვარისთვის სიმდიდრე იგივეა, რაც უგუნურისათვის ხმალი.
სიმდიდრე კი არ ღუპავს მდიდარს, არამედ სიმდიდრის უკეთურად გამოყენება.
როგორც ზღვას არ დატოვებს ტალღები, ისე ვერცხლისმოყვარეს – მრისხანება და წუხილი.
ვერცხლისმოყვარეობა მაშინ მჟღავნდება, როცა სიხარულით იღებ და მწუხარებით გასცემ.