წმ. ბასილი დიდი

თემა: ზომიერება

ყოველგვარ წამოწყებას ზომიერება უნდა უძღოდეს; მის გარეშე ისიც, რაც სიკეთედ გვეჩვენება, შესაძლოა, ცოდვად იქცეს, თუ არ კეთდება თავის დროზე ანდა - ზომიერების დაუცველად კეთდება.
link
ილია II

თემა: ზომიერება

ყველაფერში ზომიერების დაცვაა საჭირო. ამას კი ვერ შევძლებთ, ღმერთთან კავშირი თუ არ გვექნა. ის, თუ რამდენად შორს (ან ახლოს) ვიქნებით მისგან, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, რადგან მაცხოვარი ყოველთვის ახლოსაა ჩვენთან.
link
 

თემა: ზომიერება

4. შუადღის სიცხეში მომიხდა მისვლა წმინდა მაკარისთან და წყურვილისგან მეტისმეტად გატანჯულმა ვთხოვე მას წყალი, მან კი მითხრა: იკმარე ჩრდილი, რადგან ბევრი ვინმე, ვინც გზაშია ახლა ანდა ზღვაში, ამასაც მოკლებულია. შემდეგ, როდესაც მასთან ... იხილეთ სრულად
link
იოსებ ათონელი(ისიხასტი)

თემა: ზომიერება

ფილიპე მაკედონელმა, როგორც ისტორია გვიამბობს, როცა ერთდროულად სიხარულითა და პატივით აღსავსე სამი ამბავი მიუტანეს, თავისი უძვირფასესი ბეჭედი მოიხსნა და ზღვაში გადააგდო, რათა მოჭარბებული სიხარული ბეჭდის დაკარგვით გაენელებინა. "ისე რ... იხილეთ სრულად
link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

თემა: ზომიერება

უმრავლესნი ვნებანი და განსაცდელნი მოიწევიან ჩვენზედა მაშინ, როდესაც სული ჩვენი დასუსტებული არის და დამონებული ხორცითა. ხოლო ხორცი არის გაშვებული, აღვირუსხმელი, როდესაც კაცი ყოველთვის ეძიებს დააკმაყოფილოს ყოველნი თვისნი ხორციელნი ვ... იხილეთ სრულად
link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

თემა: ზომიერება

500. ერთ-ერთ ბერთან მცხოვრებმა ძმამ, იმავე ბერს, იოანეს, საკვებზე, ძილის ზომიერებასა და იმ შფოთზე ჰკითხა, რომელიც, როგორც მას ეჩვენებოდა, იმიტომ ემართებოდა, რომ ბერი მას ზოგჯერ არასწორად ექცეოდა. იხილეთ სრულად
link