თემა: თავგანწირვა სიყვარულს ვერ დაიმკვიდრებ თავგანწირვის გარეშე. ღმერთს ლიტონი სიტყვები არ უყვარს, ღმერთს უყვარს საქმე, კეთილი საქმე არის სიყვარული link
თემა: თავგანწირვა სიყვარული და მსხვერპლი განუყოფელია. რაც უფრო დიდია სიყვარული, მით უფრო დიდია მსხვერპლი. მსხვერპლს თუ სიყვარული ახლავს, მძიმე ტვირთი არ არის. link
თემა: თავგანწირვა ქრისტესთვის მრავალგზისაც რომ მოვკვდეთ, ჩვენს ვალს მაინც ვერ გადავიხდით, რადგან სხვა არის ღვთის სისხლი და სხვა - მონისა - მათი ირსებით და არა - ბუნებით link
თემა: თავგანწირვა ნურვის ეგონება, სიყვარული მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია, სიყვარული ისწავლება და უნდა ვისწავლოთ. თუ თავი არ გასწირე ღვთისა და მოყვასისათვის, ისე არაფერი გამოვა link
თემა: თავგანწირვა ის, ვინც სხვა ადამიანის სასიკეთოდ ან საერთო სიკეთისათვის საკუთარ თავს ივიწყებს, საღვთო ძალას ღებულობს. შეხედეთ, თუ ადამიანს თავგანწირვა ამოძრავებს, მას ღმერთი იფარავს. link
თემა: თავგანწირვა გზა კაცობრიობის პროგრესისაკენ - ეს მდიდრის თავის გაწირვაა უპოვართათვის; მეცნიერის - უმეცრთათვის; დიდებულისა - დაკნინებულთათვის; ცალკეული პიროვნებისა - მთელი საზოგადოებისათვის. link
თემა: თავგანწირვა იცოდეთ, ძმებო, თუ საკუთარ თავს გავჩხრეკთ, ვნახავთ, რომ პირველ მამათა კვალს კი არ მივდევთ, არც მონაზვნობის აღთქმას ვასრულებთ ჯერისამებრ, არამედ, თუ კარგად დავაკვირდბით, ჯერაც ქვეყნიერი ვნებებით ვართ შეპყრობილნი link
თემა: თავგანწირვა სიყვარული სხვისთვის ცხოვრებაა, იგი მზადყოფნაა მოყვასისადმი არამარტო თანადგომის, არამედ თავგანწირვისთვისაც. სახარებაში ვკითხულობთ: "არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრებისთვის" (ინ. 15,13). link