ესეც რომ ითქვა: ვინც ძუნწად თესავს, ძუნწად მომკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, უხვად მოიმკის.
ყველამ გაიღოს გულის კარნახით, არა მწუხარებითა და ძალდატანებით, რადგან ღმერთს უყვარს ის, ვინც სიხარულით გასცემს.
ხოლო ღმერთს ძალუძს უხვად მოგაგოთ ყოველგვარი მადლი, რათა ყოველთვის ყველაფერში ყოველივე საკმაოდ გქონდეთ, და ამრიგად, ამრავლოთ ყოველი კეთილი საქმე.
როგორც დაწერილია: გაანიავა, მისცა გლახაკებს; სიმართელე მისი წარუვალია უკუნისამდე.
ხოლო ის, ვინც თესლს ...