ლმობიერება - ციტატები, გამონათქვამები
ლმობიერების, სინანულის ცრემლის, სიხარულის, სიმშვიდის მოპოვება გსურს? გონების წისქვილს კეთილი აზრები მიაწოდე, მაგალითად, სულის, სიკვდილის ხსოვნის, სამსჯავროს შესახებ და სხვ. მაშინ შესაბამის სულიერ შედეგს მიიღებ! მაგრამ თუ ადამიანი ... იხილეთ სრულად
ლოცვისთვის მცირე გარჯისა და ტკივილის წილ დიდ, სიხარულის მომგვრელ გლოვას, ლმობიერებას, ცრემლებს, ღმერთთან სიახლოვით ტკბობას, მის უწმინდეს შიშს შევიძენთ, რომელიც განწმენდს და განასპეტაკებს გონებასა და გულს.
რაც შეგიძლია ხშირად ილოცე. ეცადე, ლმობიერი გახდე, იტირო და დაინახავ, გულისსიტყვებისა და მწუხარებისგან როგორ შვებას იგრძნობ.
458. ერთ-ერთმა ძმამ დიდ ბერს ჰკითხა: მითხარი, ჩემო მამაო, ჭეშმარიტია თუ არა გულის ის ლმობიერება, რომელიც, როგორც მეჩვენება, მე მაქვს? უნდა ვიყო თუ არა აქ განმარტოებით? და ილოცე ჩემთვის, რამეთუ ხორციელი ბრძოლა მაწუხებს
29. რაოდენი რაი სცოდე, ყოველსავე სულთქუმით იხსენებდ; რამეთუ ამიერ შეექმნების სულსა სამარადისოი ლმობიერებაი
განმარტოებისა და მდუმარებისაგან იშვება ლმობიერება და სიმშვიდე, ამ უკანასკნელის მოქმედება კაცის გულზე კი შეიძლება შევადაროთ მხოლოდ სილოამის წყალს, რომელიც წყნარად და უხმაუროდ მოედინება, როგორც ესაია წინასწარმეტყველი ამბობს: "წყა... იხილეთ სრულად