თემა: მოძღვარი მღვდელი რომ აღსარებას გათქვამს, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს, სიგლახეა. მერე მღვდლად აღარ უნდა იყოს! link
თემა: მოძღვარი ძმებო, დავემორჩილოთ ჩვენს მოძღვრებს და მაშინ იქნება საერთო მშვიდობა; უფალიც სულიწმიდით იქნება ჩვენთან. link
თემა: მოძღვარი ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც შეკრავთ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, და რასაც გახსნით მიწაზე, გახსნილი იქნება ცაშიც. თ. 18-19 link
თემა: მოძღვარი ჭეშამრიტი მოძღვრობა ურთულესი რამაა. ამაზე რთული საქმიანობა არ არსებობს! ეს უხილავი და დაუნდობელი ბრძოლაა თითოეული ადამიანის სულზე!.. link
თემა: მოძღვარი თუ ადამიანი ყველაფერს არ ეუბნება მოძღვარს, მისი გზა არასწორია და ვერ იხსნის თავს, ხოლო ვინც ყველაფერს ეუბნება, იგი პირდაპირ სასუფევლისკენ მიდის. link
თემა: მოძღვარი მორჩილი, რომელიც უკეთურ აზრს შეიწყნარებს თავის მოძღვარზე და მისდამი ნდობას დაკარგავს, ისე დაეცემა, როგორც გუმბათი, როცა მას საყრდენ ლოდს გამოაცლიან. link
თემა: მოძღვარი მოძღვრის მიმართ ნამდვილი და სრული მორჩილება მჟღავნდება მაშინ, როცა მისი ნების გარეშე საქებარი საქმეც კი არ აღესრულება, არათუ საგმობარი და მიუღებელი. link
თემა: მოძღვარი კეთილი და ჭეშმარიტი მოძღვარი აუცილებლად ზედმეტი “თავმდაბლობის” გარეშე მოგცემთ პასუხს, რომ მას შეუძლია მიგიყვანოს ღმერთთან, თუ ამისთვის შენც ყველაფერს გააკეთებ. link
თემა: მოძღვარი მოძღვრის დამოკიდებულება სულიერი შვილის მიმართ ყოველთვის უნდა იყოს სიყვარულის გამოვლინება. მხოლოდ ამგვარად შეძლებს ის ზნეობრივი ზემოქმედების მოხდენას სულიერ შვილზე. link
თემა: მოძღვარი ჭეშამრიტ მოძღვარს მართლა შეუძლია მორწმუნე მიიყვანოს სასუფეველში, ის იქიდან არის ჩამოსული. მას გაღწეული აქვს ღმერთამდე, სულით ის სულ სასუფეველშია, რადგან ღმერთია მასში!.. link