ნეტარი იერონიმე - ციტატები, ამონარიდები
წყლის წვეთი გლუვ ზედაპირზე იქითკენ მიდის, საითაც თითით წაიყვან; ასევე ნორჩი, ნაზი ბავშვი შეიძლება, წარმართო ერთ ან მეორე მხარეს (კარგიც და ცუდიც) და საითაც გინდა, იქით მიდრიკო.
არ მახსოვს, მინახავს თუ არა ცხოვრებაში თუნდაც ერთი კეთილისმყოფელი ადამიანი, რომელიც უბედური სიკვდილით მოკვდა. როგორ შეიძლება, იგი ასე მოკვდეს, როდესაც მის ცხონებას ამდენი შუამდგომელი და მლოცველი ჰყავს?
არაფერია იმაზე ადვილი, ვიდრე - რაიმე ცუდის გადაღება. ხდება ისიც, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მივბაძოთ ვინმეს დიდ სათნოებას, მაგრამ ძალიან ადვულად შეგვიძლია, შევითვისოთ მისი ნაკლოვანებები.
810. როგორ იყვნენ განწყობილნი რომის მოქალაქეები ბერ–მონაზონთა მიმართ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდგომ წლებში?