10. მავანნი, სათნოების გამო შექებულნი, დატკბნენ და ცუდმედიდობის სიამე თავიანთ ნუგეშად შერაცხეს, სხვებმა კი, ცოდვის გამო მხილებულებმა, ტკივილი განიცადეს და ეს სასარგებლო ტკივილი ბოროტების მოქმედებად შერაცხეს (მუხლის აზრი ისაა, რომ ...
იხილეთ სრულად
10. მავანნი, სათნოების გამო შექებულნი, დატკბნენ და ცუდმედიდობის სიამე თავიანთ ნუგეშად შერაცხეს, სხვებმა კი, ცოდვის გამო მხილებულებმა, ტკივილი განიცადეს და ეს სასარგებლო ტკივილი ბოროტების მოქმედებად შერაცხეს (მუხლის აზრი ისაა, რომ არასრულ მორწმუნეს სათნოებაში წარმატებაც ღუპავს, რადგან ამის გამო შექებული თავმოთნე ხდება და ცოდვაში მხილებულობაც, რადგან ამ ხმილების შედეგად განცდილი ტკივილის სარგებელს, - კერძოდ მისგან სინანულისა და თვმდაბლობისკენ მომწო...
127. როდესაც ხედავ მავანს, მრავალი უპატიობის გამო დამწუხრებულს, შეიცანი, რომ იგი, ცუდმედიდობის გულისზრახვებით აღვსილი, სიმწრით იმკის გულის თესლთა თავთავებს.
რომელი ცოდვები აშრობენ ლოცვას და აქცევენ მას ცოდვად?
იხილეთ სრულად
ძირითადად ესაა ცუდმედიდურობის ვნება; ზოგიერთი თითქოს ღვთის წინაშე ლოცულობს, სინამდვილეში კი კაცთაგან ქებას მოელის. ასეთი საშინელი ღვთისმოშიშება ლოცვას თეატრალურ წარმოდგენად აქცევს. ხშირად ეს "ლოცვის მსახიობი" თავისი "გამოსვლის" რეპეტიციასაც კი ატარებს: სარკეში იხედება, სახის გამომეტყველების შესამოწმებლად და ხმასაც იყენებს, რომ ლოცვა უფრო "გულშიჩამწვდომად" ჟღერდეს. ამგვარი "ლოცვა" ღვთის წყალობის მოპოვებას კი არ ცდილობს, არამედ კაცთა შორის აღიარება...
ვინც მოძღვრის მითითებებს და დარიგებებს უგულებელყოფს, კანონად არ თვლის და მის შესრულებას არ ცდილობს, უნდა იცოდეს, რომ ჯოჯოხეთი ელოდება! შვილო, მართალი მსაჯულის გეშინოდეს და სულიერი მამის დარიგებებს დაემორჩილე. მოძღვარს შენი სული...
იხილეთ სრულად
ვინც მოძღვრის მითითებებს და დარიგებებს უგულებელყოფს, კანონად არ თვლის და მის შესრულებას არ ცდილობს, უნდა იცოდეს, რომ ჯოჯოხეთი ელოდება!შვილო, მართალი მსაჯულის გეშინოდეს და სულიერი მამის დარიგებებს დაემორჩილე. მოძღვარს შენი სულის გადარჩენა სურს, ხოლო ეშმაკს უნდა პატივმოყვარეობით და ურჩობით ჩაგიგდოს ხელში.
ვერვინ შევა ცათა სასუფეველში გვირგვინოსანი, თუ არ აღასრულებს პირველ, მეორე და მესამე განშორებას. პირველია განშორება ნივთების, ადამიანებისა და მშობლებისაგან, მეორე უარყოფა საკუთარი ნებისა, მესამე უარყოფა პატივმოყვარეობისა, რაც მორჩ...
იხილეთ სრულად
ვერვინ შევა ცათა სასუფეველში გვირგვინოსანი, თუ არ აღასრულებს პირველ, მეორე და მესამე განშორებას. პირველია განშორება ნივთების, ადამიანებისა და მშობლებისაგან, მეორე უარყოფა საკუთარი ნებისა, მესამე უარყოფა პატივმოყვარეობისა, რაც მორჩილების შემდეგ მიიღწევა.
თავმდაბლობა არის ერთადერთი წამალი ამპარტავნებისაგან განკურნებისა. თავმდაბლობას მოვიპოვებთ, თუ საკუთარ თავს, ჩვენს "მე"-ს უარვყოფთ და ღვთისადმი მადლიერებით აღვსილნი, სიმშვიდითა და ღირსებით შევხვდებით ქებასაც და დამცირებასაც, სიხარუ...
იხილეთ სრულად
თავმდაბლობა არის ერთადერთი წამალი ამპარტავნებისაგან განკურნებისა. თავმდაბლობას მოვიპოვებთ, თუ საკუთარ თავს, ჩვენს "მე"-ს უარვყოფთ და ღვთისადმი მადლიერებით აღვსილნი, სიმშვიდითა და ღირსებით შევხვდებით ქებასაც და დამცირებასაც, სიხარულსაც და ტკივილსაც, უსამართლობასა და შეურაცხყოფას. ამასთან, ჩვენი შინაგანი სამყარო ისე უნდა წარვმართოთ, რომ სხვა ჩვენზე უკეთესად, უფრო გონიერად და უპირატესად მიგვაჩნდეს, ჩვენ მიერ აღსრულებული კეთილი საქმეები კი, - უფლის წ...
ზოგჯერ, ესა თუ ის პიროვნება, ერთი შეხედვით, მართლაც კარგ საქმეს აღასრულებს: შემოსავლის ნაწილს გასცემს, გაჭირვებულებს ეხმარება, ტაძარსაც აშენებს... მაგრამ თუ ყოველივე ამას თავის გამოსაჩენად აკეთებს და სიკეთით ამპარტავნობს, რა თქმა ...
იხილეთ სრულად
ზოგჯერ, ესა თუ ის პიროვნება, ერთი შეხედვით, მართლაც კარგ საქმეს აღასრულებს: შემოსავლის ნაწილს გასცემს, გაჭირვებულებს ეხმარება, ტაძარსაც აშენებს... მაგრამ თუ ყოველივე ამას თავის გამოსაჩენად აკეთებს და სიკეთით ამპარტავნობს, რა თქმა უნდა, მიუღებელი იქნება უფლისათვის და არც ასეთი ადამიანის ლოცვა შეისმინება. ზემოთქმული ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ღმერთი ამქვეყნიური კეთილდღეობის სრული უარყოფისკენ მოგვიწოდებდეს ყველას. რა თქმა უნდა - არა, რადგან უფალი ჩვენ...
დაკარგეს ადამმა და ევამ სამოთხე და ღმერთი, როგორც ნეტარების უშრეტი წყარო და მიწიერი ყოფით მიიღეს ის, რაც მათს დაცემულ სულიერ მდგომარეობას შეეფერებოდა. ცოდვით დაცემის შემდგომ ადამიანებში გაჩნდა ბედნიერებისა და სიამოვნების მიღების ს...
იხილეთ სრულად
დაკარგეს ადამმა და ევამ სამოთხე და ღმერთი, როგორც ნეტარების უშრეტი წყარო და მიწიერი ყოფით მიიღეს ის, რაც მათს დაცემულ სულიერ მდგომარეობას შეეფერებოდა. ცოდვით დაცემის შემდგომ ადამიანებში გაჩნდა ბედნიერებისა და სიამოვნების მიღების სხვადასხვაგვარი მოთხოვნილებანი, რაც დროთა განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა უმთავრესი ყოველთვის მაინც იყო სიმდიდრის დაგროვების სურვილი, პატივმოყვარეობა, სიამეთმოყვარეობა, თანამდებობისკენ სწრაფვა, აზარტული თამაშობანი, მრუშობა,...