პროტოპრესვიტერი პ. სოკოლოვი - ციტატები, ამონარიდები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
მაცხოვრის სწავლება უხვეჭელობის შესახებ (მათე 6, 19) ეხება არა მხოლოდ მდიდრებს, არამედ ღარიბებსაც, რადგან ღარიბიც ასევე შეიძლება მიეჯაჭვოს გულით ერთ გროშს, როგორც მდიდარი – ათასებს.
ვერცხლისმოყვარენი ჭეშმარიტად ყველაზე უბედური ადამიანები არიან როგორც ამქვეყნიურ, ისე მომავალ ცხოვრებაში. აქ ისინი განუწყვეტელ ზრუნვაში, შრომასა და მღელვარებაში არიან, იქ კი მარადიულად უნდა იტანჯონ.
ძუნწი ანგარებისმოყვარე, რომელსაც მრავალი ამქვეყნიური სიკეთე აქვს, მაგრამ მოკლებულია სიმშვიდესა და მყუდროებას, შეიძლება შევადაროთ ხეს, რომელიც გარედან დაფარულია ფოთლებით და დახუნძლულია ნაყოფით, მაგრამ შიგნიდან კი ჭიები ხრავენ და ახ... იხილეთ სრულად
ყოველგვარი ცოდვის სათავე ამპარტავნებაა, ხოლო ყოველგვარი ბოროტების ძირი – ვერცხლისმოყვარეობა: პირველი განგვაშორებს ღმერთს, ხოლო მეორე მიგვდრეკს ამქვეყნიურისაკენ.