სიმშვიდე - ციტატები, გამონათქვამები
სიმშვიდე - ციტატები, გამონათქვამები სიმშვიდე, გამონათქვამები, ციტატები
ღვთაებრივი მშვიდობა რამდენადაც ღრმად იმკვიდრებს ადგილს ამა თუ იმ პიროვნებაში, იმდენად მკვეთრად გამოვლინდება იგი მის ცხოვრებაში.
ჩვენთვის აუცილებელია როგორც შინაგანი, ისე გარეგანი მშვიდობა. ამის გარეშე შეუძლებელია არათუ სულიერობა, არამედ საერთოდ არსებობა.
ნათელი სული მიდრეკილია სიმშვიდისაკენ, სიმშვიდე - მაღალგონიერებისაკენ, სრულყოფილი გონება საშუალებას იძლევა ერთი მიმართულებით წარიმართოს ჩვენი ყურადღება, რაცაა წყარო შორსმჭვრეტელობისა. შორსმჭვრეტელობა სულის თვისებაა.
სინანული არის სინდისის განმწმენდელი და აღმადგინებელი ძალა, სულიერი სიმშვიდის მომნიჭებელი და სასწაულთმოქმედების უნარის მქონე მადლი, ღვთის მოწყალების გამღები ერთადერთი კარი.
ყველაფერს განაგებდეს ჩვენს გულებში მშვიდობა ღმრთისა და მადლიერნი ვიყოთ... (კოლ.3.12-16).
შევიმოსოთ გულმოწყალება, შემწყნარებლობა, სიტკბოება, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება; მივუტევოთ და ჩვენი თავი მივმადლოთ ურთიერთს...
თავმდაბლობას მოვიპოვებთ, თუ საკუთარ თავს, ჩვენს "მე"-ს უარვყოფთ და ღვთისადმი მადლიერებით აღვსილნი, სიმშვიდითა და ღირსებით შევხვდებით ქებასაც და დამცირებასაც, სიხარულსაც და ტკივილსაც, უსამართლობასა და შეურაცხყოფას.
თუ გვსურს, ადამიანებთან მშვიდობა გვქონდეს, აუცილებელია მშვიდობა დავამყაროთ საკუთარ თავთან, მოვიპოვოთ სულის სიმშვიდე, ეს კი ისევ და ისევ ეკლესიურობით, ვნებებთან და ცოდვებთან ბრძოლით, ღვთის მცნებებისა და მისი ნებისადმი ერთგულებით მი... იხილეთ სრულად
ღმერთმა ადამიანი ისე შექმნა, რომ სულიერი მშვიდობის და თვითგამოხატვის მისაღწევად უნდა ვიშრომოთ იმ მიზნისათვის, რომელიც ამაღლებულად და აუცილებლად მიგვაჩნია. მუსიკოსი, მხატვარი, მღვდელი, მწერალი, მეცნიერი, ყოველი მშრომელი ადამიანი... იხილეთ სრულად