სულიერი მარგალიტი - ციტატები, ამონარიდები
გზაშეცთომილისთვის ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზის ჩვენება ყოველ პატიოსანსა და კეთილ ქრისტიანს ძალუძს. ცხონების საშუალებები ისეთივე აურაცხელია, როგორც შემთხვევები დაცემისა. აქ საჭიროა გზაშეცთომილსა თუ უბედურს სუფთა გული ვაჩვენოთ და ... იხილეთ სრულად
როდესაც რაიმე ხორციელი სურვილი გწვავს, მოიძულე იგი და შენს სულს უთხარი: "იმითი მძიმდები, რომ სიამოვნებებს გაკლებ? დამშვიდდი, რამეთუ ამით ზეცისა და მისი ყოვლადსასიხარულო მადლის ღირსი გახდები. მცირეოდენი დაითმინე და ნაყოფს მოიმკი"
მაცხოვარმა ბრძანა მის მიერ დაფუძნებული ეკლესიის შესახებ, რომელიც იცავს და ატარებს ქრისტიანულ რელიგიას, რომ თვით „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მთ. 16, 18). ქრისტეს სიტყვები არ გარდავა, თუნდაც რომ ზეცა და მიწა წარხდეს.
ახალგაზრდა ყმაწვილი ეძებს თავისთვის პატარძალს, გოგონა ეძებს საქმროს. ესაა მიწიერი ცხოვრება, ღვთით კურთხეული. მაგრამ ის სული, რომელსაც გამოირჩევს უფალი და აგრძნობინებს ღმერთის სიყვარულის სიტკბოებას, ამქვეყნიურ ამაოებას არაფრად მიიჩ... იხილეთ სრულად
საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი; ვინაიდან სიყვარული ღმრთისაგან არის, და ყველა, ვისაც უყვარს, ღმრთისაგან შობილია, და იცნობს ღმერთს.
ვისაც არ უყვარს, მან ვერ შეიცნო ღმერთი, იმიტომ, რომ ღმერთი სიყვარულია.
წარმოვიდგინოთ, რომ კიდევ მრავალი რამ არის, რაც უნდა გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ და მაშინ ყველა ჩვენი მიწიერი დამსახურება საკუთარ თვალში არარაობად გამოჩნდება.
არაფერზე ისე არ დარდობს სატანა და არაფრით ისე არ განიდევნება და ვერ განიარაღდება, როგორც მაშინ, როდესაც ადამიანს უყვარს თავმდაბლობა.
რას აკეთებენ ზღვაოსნები, როდესაც გრიგალი გემს ჩაძირვით ემუქრება? ისინი ტვირთს ზღვაში ისვრიან. აი, რითი განიმარტება რჩევა, რომელიც იესო ქრისტემ მისცა მდიდარ ახალგაზრდას (მათ. 19, 21), რომელსაც სიმდიდრისადმი სიყვარული საუკუნო დაღუპვ... იხილეთ სრულად
თუ ძმა მოყვასს შენს წინაშე განიკითხავს, დაუფიქრდი და ნუ გააღიზიანებ მას უფრო მეტად და ნუ ეტყვი - დიახ, ეს ასეა; არამედ ან გაჩუმდი, ან უთხარი მას: მე თვითონაც ცოდვილი ვარ და სხვისი განკითხვა არ შემიძლია. - ამით საკუთარ თავსაც იხსნი... იხილეთ სრულად