ტერტულიანე - ციტატები, ამონარიდები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
თუ შენივე მსგავსი ცოდვილებისა გრცხვენია, რომ მათ ცოდვის ჩადენისას არ გნახონ, რაოდენ მეტად უნდა გეშინოდეს უფლისა, რომელიც სრულყოფილად ჭვრეტს შენი გულის დაფარულ ზრახვებს
თუ ყოველთვის გემახსოვრება, რომ უფალი ხედავს ყოველივე იმას, რასაც სულითა და სხეულით იქმ, არაფერში შესცოდავ
უფალი თავის თავს გიცხადებს არა გონებამახვილობის, არამედ - გულის სიწმიდის მიხედვით: "ნეტარ არიან წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მთ. 5, 8) - ბრძანა ღმერთკაცმა
განგების გზები ბურუსითაა მოცული და გონებისათვის მიუწვდომელია მათი ბედისწერა: მაგრამ სიკეთისმქმნელი ადამიანი შეიცნობს მათ.