ურჩობა - ციტატები, გამონათქვამები
გვეშინოდეს, შვილებო, რომ დარიგებების მიმართ ურჩნი არ ვიყოთ, რადგან მათი დარღვევისა და ურჩობისთვის აუცილებლად დავისჯებით. დაე, ამისთვის ვიღვაწოთ. მაშ ასე, დაემორჩილეთ ბრძანებას, რომ სიყვარულისა და მორჩილების გვირგვინი მიიღოთ, როცა ... იხილეთ სრულად
მოდით, დავფიქრდეთ, შვილებო, ზეცაში ანგელოზები ხომ არ ეპასუხებიან, არ ეურჩებიან უფალს, თავიანთი ნების თანახმად ხომ არ იქცევიან, ხომ არ მტრობენ, არ სძულთ ერთმანეთი, ხომ არ ტოვებენ ღვთის საყდრის წინაშე თავიანთი მსახურების ადგილს? რა ... იხილეთ სრულად
მთელი გულით გთხოვთ, მოიძულეთ შეპასუხება, ურჩობა, კამათი, საკუთარი ნება, კადნიერება და ყველა სხვა ვნებიანი მდგომარეობა, რადგან ეს ყველაფერი სულისგან ღვთის სიყვარულს განაშორებს და მის ნაცვლად სიმწარე მოაქვს.
როცა ვმრისხანებთ, ან გულისწყრომა დაგვეუფლება, როცა განვიკითხავთ ან ვურჩობთ, ცხადია, რომ შესაბამისი ამპარტავნება და ეგოიზმი გვაქვს. თუ სიმდაბლის გზაზე წარმატებით ვივლით, მაშინ ეგოიზმის ბოროტი ნაშიერები უკან დაიხევენ.
სრული მორჩილება აღასრულე. მორჩილება სიმდაბლის ნაშობია, ხოლო შეპასუხება, კამათი, ურჩობა ამპარტავნებისგან იშვება. მონაზონს უნდა სძულდეს ეს, როგორც საკუთარი სულის შეგინების მიზეზი.
ღმერთმა ევას უბრძანა, არ ეჭამა აკრძალული ნაყოფი. ევამ შეხედა ნაყოფს, ცოდვისგან იძლია, შეჭამა და მოკვდა ღვთისგან. მაშასადამე, იხილა და ცდუნდა. ის ტკბობის სურვილმა დაამარცხა, შინაგანი ბრძოლა ჰქონდა – თავისმოყვარებამ უბიძგა და გასინჯ... იხილეთ სრულად
სრული მორჩილი საზვერეებს არ გაივლის! მას არ ეშინია არც სიკვდილის, არც დემონების და არც ღმერთის, რადგან გულმხურვალედ ემსახურება მას. ნამდვილ მორჩილს მხოლოდ თავისი მოძღვრისადმი ურჩობა აშინებს, რადგან სულიერი მამა მისთვის ხილული ქრის... იხილეთ სრულად
მორჩილების აღმასრულებელი სიმშვიდის ნაყოფს გამოიღებს. მოძღვარი მის ნებას მოკვეთს, საყვედურს ეტყვის, მიუთითებს და როცა მორჩილი ყველაფერს მორჩილებით შეასრულებს, ძვირფას სიმშვიდეს მიიღებს. ერთი სიტყვით, კარგი მორჩილი, რომელიც მორჩილებ... იხილეთ სრულად
ვინაიდან იესო ქრისტეს მორჩილება გვსურს, მოძღვრის მორჩილების აღსრულება გვმართებს. ისე კი არა, რაც ხელსაყრელია, შევასრულოთ და რაც არ გვსურს, ვიურჩოთ. გეთსამანიის ბაღში იესო ქრისტემ ზეციერი მამისგან ითხოვა, ადამიანები სხვა გზით გამოხ... იხილეთ სრულად
ქრისტეს მორჩილებით მარადიული ცხოვრება მოგვეცა, ადამის ურჩობით კი ჯოჯოხეთის უფსკრულში ჩავცვივდით. ჭეშმარიტად, მორჩილების გზა გოლგოთისკენ მიდის და მაღლდება. ეს გზა შრომას მოითხოვს, ოფლს დავღვრით და დავიღლებით, მაგრამ ვიფიქროთ, რომ ა... იხილეთ სრულად