ფარისევლობა
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ფარისევლობ ყოველთვინ, ოდესაც ითმენ შენ გულში სიყალბესა და სიცრუესა, არა ისე ლაპარაკობ და მოქმედებ, როგორადაც მოითხოვს შენი სვინიდისი და ჭკუა, არამედ სიცრუით და სიყალბით.

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ვგონებ, რომელ კაცსა არა ჰყავს არც ერთი, ფარისევლობაზე უსაშინელესი მტერი. იგი მით უმეტს საშინელ არს, რომელ არის ფრიად მწვრილი და მიფარული გრძნობა, ამასთანავე მზაკვარი და შეუმეცნებელი.

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ყოველი გარეგანი მოქმედება და სიტყვა მხოლოდ მაშინ არის ჭეშმარიტი და სასარგებლო, ოდესცა იგი გამოვა გულისა და სულისაგან, გარნა ოდეს კაცი სიტყვით და მოძრაობით ერთ საქმეს იქმს და გულში სხვა ჰაზრი აქვს, მაშინ ბუნება კაცისა განიპობა ორად... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

დიდი კრძალვა და სიფრთხილე მართებს ყოველს კაცსა, რათა დაიცვას თავი თვისი ცბიერისა ამის და მატყუებელისა მტრისაგან (ფარისევლობისაგან), ვინაიდთგან იგი ვითარცა ერთი მოლიქნე და ცრუდ–მომფერებელი მეგობარი, უეცრად შეეპარება ადამიანს გულში ... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ფარისევლობა ის არის, ძმაო, როდესაც კაცი შეჰკრავს პირობას თავის სვინდისთან, დააჩუმებს თვისს სვინდისსა და გრძნობას რომლითამე გარეგანითა, ყალბითა და ცრუთა სათნოებათა, როდესაც იგი ითმენს თავის სულში სიმრუდესა, სიცრუესა, სიყალბესა რომე... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

რა არის, თუ არა ფარისევლობა, ოდეს სინიდისი გამხილებს შენ რომელთამე ცოდვათათვის და შენ კი პირმოთნედ იტყვი: ღმერთი მოწყალე არისო, სხვანიც ესრეთ სცხოვრობენ, ვინ არის უცოდველი ქვეყანაზეო, თავის დროზედ მოვინანებო; ყოველთა შინა ესე ვითა... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

„არა ვარ, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა ესე მეზვერე“– ამბობს ფარისეველი (ლუკა 18.11). ეს სიტყვები გამოაჩენენ ფარისევლობის ხასიათსა ანუ მისსა თვისებასა. ეს თვისება არის შეურაცხყოფა, ანუ დაკნინება მოყვასისა: არა ვარ ვითარცა სხვა... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ვიცნოთ, ძმანო, თავნი ჩვენნი; ნუ ვიქნებით პირმოთნენი ნურასოდეს, ნურცა თავთა წინაშე ჩვენთა, ნურცა წინაშე სხვათა, არამედ გულწრფელად აღუაროთ ღმერთსა ნაკლულევანებანი ჩვენნი. ვევედროთ ღმერთსა, რათა მადლითა თვისითა განაქარვოს და აღმოჰფხვ... იხილეთ სრულად

link