
3. ევლტოდე ქებათა, და გრცხვენოდენ ძაგებათაგან
3. ევლტოდე ქებათა, და გრცხვენოდენ ძაგებათაგან
ქებას თავი აარიდე, მაგრამ ყვედრებისაც შეგრცხვეს.
ფარისევლური ქება მართლისათვის აუტანელი ტვირთია (საქ. 16, 18).
შენს მიმართ თქმული ქების გაგონებისას გაიხსენენ შენი ნაკლი.
ნუ გაყიდი მომავალ დიდებას ადამიანთა შექებაზე, რომელიც არაფრად ღირს.
მოყვასის პირში ქება იგივეა, რაც ფეხის დადება სწრაფად მიმავალისათვის.
როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა ღირსეულად გადაიტანო ძაგება.
154. თუ ნახავ, რომ პირმოთნედ გაქებს ვინმე, მისგან გაკიცხვას ელოდე შესაბამის დროს.
რა ბევრს მიაყენა ზიანი საკუთარმა სათნოებამ იმით, რომ გამოაცხადა და ქებაც მიიღო!
დიდი საქმეა, თუ სულს კაცობრივ ქებას განარიდებ, მაგრამ ამაზე დიდი ეშმაკეული ქების განრიდებაა