მერვე მცნება ამბობს: „არა იპარო“. გამოსვლათა, თ. 20.15


როცა იპარავენ, ქურდობის ცოდვაში ვარდებიან, თუ სიწმინდეს იპარავენ, უფრო დიდი ცოდვაა

ვინც არასამართლიანად გამდიდრდა, ღატაკზე უარესია; უკეთესია მოწყალება ითხოვო, ვიდრე იპარო.

ვინც დღეს სპილენძის მონეტას იპარავს, ხვალ ორს მოიპარავს, შემდეგ სამს და ვერცხლის მონეტებამდეც მივა.



ადამიანის პიროვნებას უფალიც კი პატივს სცემს, მას შინაგანი თავისუფლება მისცა. ჩვენ კი მოყვასს ისე ვუყურებთ, როგორც ჩვენი სურვილების, გეგმების შემსრულებელ ინსტრუმენტს, ანუ როგორც ფიგურას ჭადრაკის დაფაზე. ესეც ქურდობაა ადამიანის თავი... იხილეთ სრულად
ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს. ნუ შეცდებით: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი, ვერც ჩუკენნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვე... იხილეთ სრულად

საზოგადოება ურთიერთდაქვემდებარების იერარქიულ პრინციპზეა აგებული, მაგრამ ამ პრინციპის ბოროტად გამოყენება ქურდობას და პარვას წარმოადგენს. უფროსის ძალაუფლებამ უმცროსი პიროვნების იგნორირება არ უნდა მოახდინოს, არამედ მისთვის სასარგებლო... იხილეთ სრულად

პარვა, ანუ ქურდობა მარტო ის ნუ გონია, რომ კაცი თავის მოყვასს მალვით, ძალადობით ან პირდაპირ რაიმე ნივთს წაართმევს. პარვა არის ყოველი ისეთი მოქმედება, როდესაც შენ სიტყვით, ან საქმით მოყვასი რაიმეთი აზარალე. ან დააბრკოლე; ან შეიძლება... იხილეთ სრულად