მას, ვინც უფლის მცნებებს არ აღასრულებს, წმინდა ადგილი და სამღვდელო ხარისხი ვერაფერს არგებს. მეფური დიდებით გარემოცული საული განდევნილ იქნა, დავითმა კი გვირგვინი მოიხვეჭა. იუდა, ერთ-ერთი მოციქულთაგანი, ჯოჯოხეთში შთავარდა. ცდება ის,...
იხილეთ სრულად
მას, ვინც უფლის მცნებებს არ აღასრულებს, წმინდა ადგილი და სამღვდელო ხარისხი ვერაფერს არგებს. მეფური დიდებით გარემოცული საული განდევნილ იქნა, დავითმა კი გვირგვინი მოიხვეჭა. იუდა, ერთ-ერთი მოციქულთაგანი, ჯოჯოხეთში შთავარდა. ცდება ის, ვინც ამტკიცებს, რომ ცოლ-შვილის პატრონი ვერ ცხონდება. აბრაამს ცოლიც ჰყავდა და შვილებიც, მრავალი მონა და მხევალი, უთვალავი ოქრო-ვერცხლი და მაინც ღვთის მეგობრად შეირაცხა. იყავი ღვთისმოსავი, კაცთმოყვარე და ცხონდები.
link
ჩვენში ჩვეულებად იქცა, რომ მღვდელმსახურის უმძიმეს ტვირთს ზერელე ადამიანები იღებენ თავის თავზე. მღვდელმსახურება დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. მათი მომზადების დონე კი აუცილებელზე ბევრად დაბალია, და მათი გონებრივი მონაცემები და სული...
იხილეთ სრულად
ჩვენში ჩვეულებად იქცა, რომ მღვდელმსახურის უმძიმეს ტვირთს ზერელე ადამიანები იღებენ თავის თავზე. მღვდელმსახურება დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. მათი მომზადების დონე კი აუცილებელზე ბევრად დაბალია, და მათი გონებრივი მონაცემები და სულიერება მღვდელმსახურის მოწოდებას არ შეესატყვისება.
link
მღვდელმსახურის ცხოვრება ჩვენთვის სიკეთის ან ბოროტების მაგალითია. კეთილკრძალული ცხოვრებით მღვდელმსახური სახარებას ადასტურებს, უკეთური ცხოვრებით კი მას უარყოფს. ისე არავის ძალუძს დაამოწმოს ან უარყოს სახარებისეული ჭეშმარიტება, როგორც...
იხილეთ სრულად
მღვდელმსახურის ცხოვრება ჩვენთვის სიკეთის ან ბოროტების მაგალითია. კეთილკრძალული ცხოვრებით მღვდელმსახური სახარებას ადასტურებს, უკეთური ცხოვრებით კი მას უარყოფს. ისე არავის ძალუძს დაამოწმოს ან უარყოს სახარებისეული ჭეშმარიტება, როგორც ეს მოძღვარს, თავისი ცხოვრებისეული მაგალითით.
link
ნამდვილი სასულიერო პირი თავისი თავით კმაყოფილი არასდროს არის; მუდამ ებრძვის ცოდვას, რომ უკეთესი გახდეს და იქცეს მაგალითად სამწყსოსათვის. მას განსხვავებული კულტურის მქონე საზოგადოებაში უხდება მსახურება. ამიტომაც იგი უნდა იყოს ...
იხილეთ სრულად
ნამდვილი სასულიერო პირი თავისი თავით კმაყოფილი არასდროს არის; მუდამ ებრძვის ცოდვას, რომ უკეთესი გახდეს და იქცეს მაგალითად სამწყსოსათვის.მას განსხვავებული კულტურის მქონე საზოგადოებაში უხდება მსახურება. ამიტომაც იგი უნდა იყოს არა მარტო კარგი ღვთისმეტყველი, არამედ სულიერი, განათლებული, კულტურული პიროვნება, მშვიდობისმყოფელი, მოსიყვარულე, მოწყალე მამა.
link
მოძღვარი თავშეკავებული პიროვნება უნდა იყოს. წმიდა პავლე თავის მოწაფეს, მოციქულ ტიმოთეს, ასე არიგებს: "ხოლო სიჭაბუკისა მათ გულის თქუმათა ევლტოდე; შეუდეგ სიმართლესა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მშჳდობასა მათ თანა, რომელნი ხადიან უფალ...
იხილეთ სრულად
მოძღვარი თავშეკავებული პიროვნება უნდა იყოს. წმიდა პავლე თავის მოწაფეს, მოციქულ ტიმოთეს, ასე არიგებს: "ხოლო სიჭაბუკისა მათ გულის თქუმათა ევლტოდე; შეუდეგ სიმართლესა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მშჳდობასა მათ თანა, რომელნი ხადიან უფალსა გულითა წმიდითა" (2 ტიმ. 2,22).
link
სასულიერო ხარისხში კურთხევა შვიდ საიდუმლოთაგან ერთ-ერთია. ეპისკოპოსები, მღვდელნი და დიაკონნი ქმნიან საეკლესიო იერარქიას. მათი ვალია სახარების ქადაგება, საიდუმლოთა აღსრულება და საეკლესიო საქმეთა წარმართვა.
სიყვარულით მივმართავ წმ. სინოდის წევრებს, მოძღვრებს, დიაკვნებს, მღვდელ-მონოზვნებს, იყავით ყურადღებიანნი და საკუთარი თავისადმი მომთხოვნი. ეცადეთ, შეცდომებს განერიდოთ და ღვთისმოშიშებით აღასრულოთ თქვენი მოვალეობა. იცოდეთ, ჩვენი ეკლეს...
იხილეთ სრულად
სიყვარულით მივმართავ წმ. სინოდის წევრებს, მოძღვრებს, დიაკვნებს, მღვდელ-მონოზვნებს, იყავით ყურადღებიანნი და საკუთარი თავისადმი მომთხოვნი. ეცადეთ, შეცდომებს განერიდოთ და ღვთისმოშიშებით აღასრულოთ თქვენი მოვალეობა. იცოდეთ, ჩვენი ეკლესია არაკეთილისმოსურნეთა სამიზნედაა ქცეული, რომელნიც ცდილობენ მისი ავტორიტეტის შელახვას და სხვადასხვა საშუალებით ეკლესიისაგან ხალხის ჩამოშორებას. "დაყავი და იბატონე" – ეს მზაკვრული ხერხი ხშირად გამოუყენებიათ საქართველოში დ...
link
ძველად ერთი კეთილი ხელმწიფე ცხოვრობდა, რომელიც სიმართლეს ეძებდა. ერთხელ გზად მიმავალმა დაინახა ხალხი, რომლებსაც დაკონკილი ტანისამოსი ეცვათ და შეუხედავნი იყვნენ. მეფემ მაშინვე იცნო ისინი, ჩამოხტა ცხენიდან და ყელზე მოეხვია. დიდებულე...
იხილეთ სრულად
ძველად ერთი კეთილი ხელმწიფე ცხოვრობდა, რომელიც სიმართლეს ეძებდა. ერთხელ გზად მიმავალმა დაინახა ხალხი, რომლებსაც დაკონკილი ტანისამოსი ეცვათ და შეუხედავნი იყვნენ. მეფემ მაშინვე იცნო ისინი, ჩამოხტა ცხენიდან და ყელზე მოეხვია. დიდებულებმა მისი საქციელი უგუნურებად ჩათვალეს, მაგრამ ვერაფერი შეჰკადრეს. წავიდნენ მის ძმასთან და უთხრეს:-გააფრთხილე შენი ძმა, მსგავსი რამ აღარასოდეს გააკეთოს, რადგან მან უღირს ადამიანებს სცა თაყვანი.ძმამ ყველაფერი გადასცა მეფეს...
link
826. ზოგჯერ სოფელს ჩვენს მიერ ხელდასხმული მღვდლები უკვე ემსახურებიან. ხოლო სხვები, ანუ სხვაგან ხელდასხმულნი, მოსახლეობის თანხმობით, სოფლის საეკლესიო დასში ირიცხებიან და ისინიც ასევე მსახურებენ. არიან ისეთებიც, რომლებიც იმავე ადგილას სოფლის მცხოვრებთა თანხმობის გარეშე, ძლიერთა ნებით დაადგინეს. ყველა მათგანს მოეთხოვება საერო, პირადი მსახურება და გადასახადი, თუ არა?
იხილეთ სრულად
სოფლის წარდგინებით ხელდასხმულნი ან დადგენილნი არ უნდა ექვემდებარებოდნენ არც პირად მსახურებას და არც გადასახადს. ასევე ზოგიერთი ძლიერი პიროვნების წარდგინებით ან რწმუნებით დადგენილებმაც არ უნდა იმსახურონ პიროვნულად, არამედ საკუთრებით უნდა მიიღონ მასში მონაწილეობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ გაგვიგონია, რომ ისინი შემოწირულობის საფუძველზე არიან ხელდასხმულნი. რამეთუ ეს საქმე რაღაცნაირად შეიძლება მოსათმენი იყოს (აქ ორიგინალში რამოდენიმე სიტყვა გაცრეცილია ...
link
825. სოფელმა, რომელსაც მღვდლები სჭირდება, ორ ადამიანზე დაამოწმა, რომელთაგან ერთი ორჯერ დაქორწინებული და მდიდარია, ხოლო მეორე ღარიბია. რომელი დავადგინო?