სადაცა ენებოს ღმერთსა, იძლევის წესი ბუნებათა.


რაც ღმერთს უნდა ჩვენთვის, სწორედ ის არის ჩვენთვის საუკეთესო

ნუ უგულებელსყოფ ღმერთის ნებას, რათა ადამიანთა ნება აღასრულო.

ადამიანის ნების აღსასრულებლად ღვთის ნებას ნუ უგულებელსჰყოფ.

ღვთის ნებით წყალიც აგიზგიზდება და ცეცხლიც მორწყავს არემარეს

უფლისთვის შეუძლებელი არაფერია, გარდა იმისა, - რაც მას თავად არ სურს

რაც ღმერთს სურს, ის შეუძლია კიდეც, მაგრამ ყველაფერი არ სურს, რაც შეუძლია
ღვთის ნების გარეშე ქვა არ დაიძვრის ადგილიდან, ფოთოლი არ ჩამოვარდება ხიდან.
მაუწყე მე, უფალო, გზა, რომელსაცა ვიდოდი და კუალად მასწავე მე, რათა ვყო ნება შენი.

იმისათვის, რომ ღვთის ნებას მივდიოთ, უწინარეს ყოვლისა, ჩვენი ნება უნდა დაუტევოთ.