ღვთის წყალობა, მოწყალება - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის წყალობა, მოწყალება - ციტატები, გამონათქვამები ღვთის წყალობა, მოწყალება, გამონათქვამები
ამსოფლად მოვლინებით მაცხოვარმა დაადასტურა თავისი უდიდესი სიყვარული და მოწყალება ადამის ცოდვით დაცემული მოდგმისადმი, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ, მართალია, იშვა დედამიწაზე, მაგრამ ამით წმ. სამების ერთარსობა არ დარღვეულა.
სინანული არის სინდისის განმწმენდელი და აღმადგინებელი ძალა, სულიერი სიმშვიდის მომნიჭებელი და სასწაულთმოქმედების უნარის მქონე მადლი, ღვთის მოწყალების გამღები ერთადერთი კარი.
ღმერთს უყვარს გულწრფელად მონანული ასეთი ადამიანი; უყვარს იმდენად, რომ მისი მოწყალება ფარავს ყველაზე დიდ და მძიმე ცოდვებსაც.
თუ არა მოწყალება უფლისა, ჩვენ ვერც სათანადო სინანულს შევძლებთ, ვერც გულწრფელ აღსარებას ვიტყვით და, მით უმეტეს, სათანადოდ ვერ მოვემზადებით ევქარისტიისათვის
მათი შეწევნა რომ მივიღოთ, განწმენდილი გულით აღვლენილი ლოცვა უნდა შევწიროთ, რათა მოხდეს სინერგია, - ადამიანური და ღვთაებრივი ძალის შერწყმა და ღვთის მოწყალების კარის განღება.
თუ არა ღვთის დიდი მოწყალება და მისი შეწევნა, საქართველო ვერ გაუძლებდა იმ ურიცხვ ქარტეხილს, რაც მას თავს დაატყდა. უზარმაზარი იმპერიები აღიგავა პირისაგან მიწისა, გაქრნენ ერები და მათი კულტურები, ჩვენ კი, პატარა ქვეყნის შვილები, ათას... იხილეთ სრულად
უფალთან მიმართებაში მართალი საერთოდ არავინაა, რადგან ცოდვისგან თავისუფალნი არც წმინდანები არიან; ესა თუ ის პიროვნება ოდენ ჭეშმარიტი სინანულითა და ღვთის მოწყალებით განმართლდება.
სიბრძნე თავისით არ მოდის. იგი წყალობაა ღვთისა, რომელიც ეძლევა ღვთის მორწმუნე და მოშიშ ადამიანს.