ღვთის ჭვრეტა - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის მადლის მიერ გონების აღტაცების დროს სასწაული სასწაულს მოსდევს, გონება კი განკვირვებითაა მოცული იმ თვალისმომჭრელი ნათლის წინაშე, რომელიც ღვთის შემეცნებას ახლავს თან.
გონება აღამაღლე ზეცად, იქ, სადაც ჩვენი ცხოვრება და სიხარულია, როგორც პავლე მოციქული ამბობს: „ჩუენი მოქალაქობაი ცათა შინა არს" (ფილიპ. 3, 20). მთელი არსებით ისწრაფე ზეციურისკენ. ეს წმინდა წადილი მონაზვნობას შენთვის მსუბუქსა და ტკბი... იხილეთ სრულად
შეიძლება ვინმემ გალობა წამოიწყოს, რაიმე სიტყვებზე შეჩერდეს და ამაზე დაიწყოს ფიქრი. შესაძლოა „ქებათა ქების“ კითხვა დაიწყოს, სადღაც გაჩერდეს, ჭვრეტა განივრცოს და მიაღწიოს იქამდე, სადამდეც ღმერთი მიიყვანს. შეიძლება სახარებაში ქრისტეს... იხილეთ სრულად
როცა გონება არ არის დაკავებული მაცხონებელი აზრებით და მხოლოდ სიცოცხლისთვის აუცილებელ საჭიროებებზე ფიქრობს, მაშინ მას არაწმინდა, ცოდვით განსჯა მოიცავს, შესაბამისად, გონება ან ხორციელი გახდება, ან ველური!
“ღვთის ჭვრეტას განშორებული გონება ან პირუტყვული ხდება, ან ველური“ (წმ. მარკოზ ასკეტი, “ფილოკალია“). როდესაც ადამიანის გონება დაშორდება ღმერთზე ფიქრს, ღვთის ჭვრეტას, რაც გულისხმობს ლოცვას, სულიერ საგნებზე – ჯოჯოხეთზე, სამოთხეზე, უფ... იხილეთ სრულად