მოიძებნა 133 ჩანაწერი
შური - ციტატები, გამონათქვამები
თემა: შური
თუ ჭეშმარიტად მორწმუნენი ვართ, მაშინ სიმშვიდე გვეუფლება. არ ვღიზიანდებით, არ ვწუწუნებთ, არც ვინმე გვძულს, არც არავისი არაფერი გვშურს. ეს არის რწმენა
link
თემა: შური
არ შეგშურდეს! შური თუ არ ჩამოიცილე ბედნიერი ვერ იქნები.
წყენა თუ არ ჩამოიცილე, ბედნიერი ვერ იქნები.
თუ მიტევება არ იცი, ბედნიერი ვერ იქნები.
თუ მტრობა გაქვს ვინმეს მიმართ, რა ბედს უნდა ეწიო? ვერ იქნები ბედნიერი
link
თემა: შური
რა არის ძმების სიყვარულზე მშვენიერი? მაგრამ ღვარძლის მთესველი ბოროტი თავისი მზაკვრობით ფარულად თესავს ღვარძლის თესლს და ამგვარად შუღლს, შურსა და გულგრილობას ვიმკით.
link