
კეთილი უვიცობა ცუდ ცოდნაზე უმჯობესია.
კეთილი უვიცობა ცუდ ცოდნაზე უმჯობესია.
ცოდნა სიკეთის გარეშე ეშმაკის სიბრძნეა.
ჯობს ისწავლო, ვიდრე არ იცოდე და სხვას ასწავლო.
იცოდე, რა უნდა იცოდე, და აკეთე, რასაც უნდა აკეთებდე.
არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა
შრომის გარეშე ცოდნას ვერ შევიძენთ და ვერც მოვიხმართ
რაც მეტს შევიმეცნებთ, მით მეტად ვხვდებით შეუცნობელ საგნებს.
კარგი ცოდნა მისთვისაა კარგი, ვინც მას კარგი საქმისთვის იყენებს.
მიწაზე ვისწავლოთ ის, რისი ცოდნაც ზეცაში ჩვენთან განუყრელად იქნება.
ზერელე ცოდნა გვაშორებს რწმენას, ხოლო სიღრმისეული - მასთან გვაახლოებს.