წმინდანთა ცხოვრების კითხვა
ილია II

გულდასმით უნდა ვიკითხოთ დიდებულთა და ღვთისსათნო ჩვენთა წინაპართა ისტორია, უნდა საფუძვლიანად გავეცნოთ წმიდათა ცხოვრებებს, რათა ვისწავლოთ, როგორ განვლიოთ საწუთრო და როგორ შევხვდეთ აღსასრულს.

link
image

ღვთივსათნო და წმიდა ადამიანთა ცხოვრებისა და მოსაგრეობის აღწერის კითხვისას არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ მათი ანგელოზებრივი ცხოვრებით გაოცებით. უნდა ვეცადოთ, რომ ძალისა და შესაძლებლობებისდაგვარად, მივბაძოთ მათ

link
იოსებ ათონელი (ისიხასტი)

სულიც, რომელიც ღმერთმა იმგვარად შექმნა, რომ თუ ხშირად არ ისმენს ამაღლებულისა და საკვირველის შესახებ, ძილქუშსა და მცონარებას ეძლევა. და მხოლოდ ამგვარად: კითხვითა და ღირსეულ ამბავთა თხრობით განაგდებს დავიწყებას და ძველ შენობას განაა... იხილეთ სრულად

link
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

წმ. მამათა წიგნები, ერთ-ერთი მათგანისავე თქმით სარკეს წააგავს: თუ სული ხშირად იხედება ამ სარკეში, საკუთარ ნაკლოვანებათა დანახვას შეძლებს. ეს წიგნები სამკურნალო მცენარეთა მდიდრულ ნაკრებსაც შეიძლება შევადაროთ: სულს შეუძლია მათგან ყო... იხილეთ სრულად

link
 

ბავშვობაში წმინდანთა ცხოვრებას რომ ვკითხულობდი, ვგრძნობდი, თითქოს სულში ღვთიური სხივი შემოდიოდა, რაც სიტკბოებით, სიხარულით და სიმხიარულით მავსებდა და აღმანთებდა უფლის სიყვარულით და წყურვილით ზეციურისადმი. მაშინ მეძინა თუ მეღვიძა, ... იხილეთ სრულად

link
იოსებ ათონელი (ისიხასტი)

...წმინდანთა ცხოვრებები წაიკითხე. წაიკითხე, რომ ნახო, რამდენი ტანჯვა მოიხმარეს წმინდანებმა ძველი კაცის წინააღდმეგ, როგორ ნებით თუ უნებურად თრგუნავდნენ საკუთარ თავს მანამ, სანამ არ გაიფურჩქნა მათში უბიწოების ყვავილი, სიწმინდის ნელს... იხილეთ სრულად

link
 

მარტომყოფი შევიმეცნებ წმიდა წერილს, აღთქმულს უფლისაგან, მის განმარტებებსა და აგრეთვე წმიდა მოციქულთა ეპისტოლეებს, წმიდა მამათა ცხოვრებებსა და მოძღვრებებს, გულისყურს მივაპყრობ მათ და რაც დაემთხვევა ჩემს გულისთქმას უფლის ნების აღსრუ... იხილეთ სრულად

link
პაისი მთაწმინდელი

თუკი მსოფლიოში იქადაგება სინანული, მაშინ ის მას ყველაზე უკეთ დაეხმარება. იმისათვის, რომ სარგებლობა მიიღო, უნდა წაიკითხო რაც შეიძლება მეტი წმიდანის ცხოვრება, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ სინანულს. უფლისათვის სინანული... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

მაგალითსა და საქმესა კაცისასა უმეტესი მოქმედება აქვს სულსა ზედა ჩვენსა, ვიდრე სიტყვიერსა დარიგებასა და შეგონებასა. სიტყვა კაცისა ესოდენ ვერ მიიზიდავს და ვერ განაღვიძებს სულსა ჩვენსა, რაოდენ წარმოდგენა ცხოვრებისა წმიდათა კაცთასა. მ... იხილეთ სრულად

link
პაისი მთაწმინდელი

თუკი სულიერი წიგნის კითხვისას უყურადღებონი ვართ, მაშინ წაკითხულიდან ვერავითარ სარგებელს მივიღებთ, დროს ამაოდ დავკარგავთ და ტყუილუბრალოდ დავიქანცებით, რადგან შემდეგ წაკითხულიდან ვეღარაფერს გავიხსენებთ. ასე ხდება, როცა ტიპოგრაფიის მ... იხილეთ სრულად

link