წმ. ანტონი დიდი - ციტატები, ამონარიდები
როცა ადამიანში ცოდვის ბუნება განქარდება, მის სულს ღმერთი ეცხადება და განწმედს სხეულთან ერთად. ხოლო თუკი მის სხეულში კვლავაც ბატონობს ცოდვა, მაშინ ადამიანს არ ძალუძს ღმერთის დანახვა, რადგან მისი სული იმგვარი სხეულითაა შემოსილი, რომ... იხილეთ სრულად
ნუ გაამყარებ უწინ ჩადენილ ცოდვებს შენს სულში მათი ხშირი გახსენებით, რათა კვლავ და კვლავ არ განგიახლდეს მათი დაგემოვნების სურვილი. მტკიცედ გჯეროდეს, რომ ყველა ისინი უკვე მოგეტევა იმჟამიდან, ოდეს ღმერთს მიუძღვენი საკუთარი თავი და გუ... იხილეთ სრულად
თუკი ისეთი ცოდვისათვის გაგკიცხავენ, რომელიც არ ჩაგიდენია, თავმდაბლად და მორჩილად მიიღე გამკიცხველის საყვედური, და მაშინ უხრწნელ გვირგვინს დაიუფლებ.
ვინც უდაბნოსა და მდუმარებაში ცხოვრობს, ის სამი განსაცდელისგან თავისუფალია: სმენის, ენისა და მზერისგან; მას მხოლოდ ერთი განსაცდელი აქვს - საკუთარი გულისგან
ღმერთმა ადამიანს დედამიწაზე დაბადება და სიკვდილი განუჩინა, ხოლო ცათა შინა ყოველმხრივი სრულყოფილება და უცვალებელი არსებობა. ყოველივე, რაც კი არსებობს, ღმერთმა ადამიანისა და მისი უკვდავი სულისათვის შექმნა. უზენაესმა შემოქმედმა, რომე... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი სიყვარული ღმერთისაგან მომდინარეობს და მხოლოდ იმას მოენიჭება, ვინც განუწყვეტლივ აიძულებს თავს, უარყოფდეს საკუთარ ნებას და ყოველივეში მხოლოდ ღმერთის ნებას ასრულებდეს.
სიმდაბლე არის ის, რომ ყოველი ადამიანი შენზე უკეთესად მიგაჩნდეს... მიაჩვიე ბაგეები სიტყვას: “მაპატიე” და მოვა სიმდაბლე, უწინარეს ყოვლისა, ნუ შეიქმნი შენს თავზე რაიმე წარმოდგენას და იქნები მდაბალი. გეშინოდეს იმისა, რომ შენს მიერ ჩად... იხილეთ სრულად