წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი - ციტატები, ამონარიდები
სიბრძნისმოყვარეობა ტანჯვისგან უფრო მხნევდება, და უბედურებებში მტკიცდება, როგორც გამოწრთობილი რკინა ცივ წყალში.
ხშირად მართალნიც მიეცემიან უკეთურ ადამიანთა ხელთ, არა - უკეთურთა განსადიდებლად, არამედ - მართალთა გამოსაცდელად.
ამბობენ, რომ არსებობს ქვეყანა, სადაც მავნე ცხოველები არ არსებობენ; არის მეორე ქვეყანაც, სადაც თოვლი არ არსებობს; მაგრამ მოკვდავთა შორის არ არსებობს ადამიანი, რომელიც დაიკვეხნიდა, რომ მან ცხოვრების გზა მძიმე განსაცდელების გარეშე გა... იხილეთ სრულად
ამჟამინდელი ცხოვრება სავაჭრო ადგილად ჩათვალე. თუ ვაჭრობას დაიწყებ, მოგება გექნება, რადგან მცირედის სანაცვლოდ ბევრს მიიღებ და სწრაფწარმავალისთვის - მარადიულს. ხოლო თუ ხელიდან გაუშვებ შესაძლებლობას, სხვა დრო ამისთანა გაცვლისთვის უკვ... იხილეთ სრულად
ნურასოდეს გააკეთებ რაიმე სამარცხვინოს, თუნდაც იგი მრავალს მოსწონდეს, და ნუ მიატოვებ კეთილ საქმეს, მიუხედავად იმისა, რომ ბიწიერებს იგი სძულთ.