თემა: სიყვარული მოყვასისადმი, ადამიანის სიყვარული ღვთისადმი მთელი სჯული და წინასწარმეტყველებები ღმერთისა და მოყვასის სიყვარულს ეფუძნება (მთ. 22, 40). link
თემა: ერთგულება, სიყვარული ერთგულება სიყვარულის აუცილებელი პირობაა - ამ პირობის შესრულების გარეშე სიყვარული ინგრევა. link
თემა: სინანული ყოველგვარი ზრუნვა ზეცისათვის, თუ სინანულით არ არის განსულიერებული, - მკვდარია, არაჭეშმარიტია. link
თემა: სიყვარული, სიძულვილი, სიყვარული მოყვასისადმი რა უნდა იყოს მოყვასის სიყვარულზე ტკბილი და მშვენიერი?სიყვარული ნეტარებაა, სიძულვილი - ტანჯვა. link
თემა: ადამიანის სიყვარული ღვთისადმი გვიყვარდეს ღმერთი ისე, როგორც მან თვითონ გვამცნო, და არა ისე, როგორც ხიბლში მყოფ მეოცნებეებს ჰგონიათ, რომ უყვართ. link
თემა: სახარება, სახარების კითხვა სახარების კითხვისას ნუ ეძიებ ტკბობას, აღტაცებას, ბრწყინვალე აზრებს: ეძიე შეუცდომლად დაინახო წმიდა ჭეშმარიტება. link
თემა: ერთსულოვნება, ერთობა არ არსებობს უფრო ახლო ნაცნობობა, უფრო მჭიდრო კავშირი, ვიდრე აზრთა ერთიანობა, გრძნობათა ერთიანობა, მიზნების ერთიანობა. link
თემა: ადამიანის სიყვარული ღვთისადმი, სიყვარული, ღმერთი ღმერთის სიყვარულში წარმატების გზა უსასრულოა, რამეთუ სიყვარული თვით უსასრულო ღმერთია: „ღმერთი სიყუარული არს“ (იქვე, 4, 16). link
თემა: ერთობა, ერთსულოვნება, აზრები სადაც აზრთა თანხმობაა, იქ აუცილებლად ერთსულოვნებაც არის, იქვე ერთი მიზანიც და ამ მიზნის მიღწევაში ერთნაირი წარმატებაც. link
თემა: სიყვარული ვინც ერთხელ მაინც იგრძნო სულიერი სიყვარული, ზიზღით შეხედავს ხორციელ სიყვარულს, როგორც სიყვარულის საშინელ დამახინჯებას. link