14. როდესაც მცირე რამ უვნებობას მოიხვეჭს განშორებულის გონება, მაშინ იგი, ცუდმედიდობის ცხენის მომპოვნელი, მყისვე გადაიჭენებს ქალაქებზე, განდიდების გამო უზომო ხოტბით აღვსილი ამგვარ გონებას განგებულებითად წინ უხვდება სული სიძვისა, რო...
იხილეთ სრულად
14. როდესაც მცირე რამ უვნებობას მოიხვეჭს განშორებულის გონება, მაშინ იგი, ცუდმედიდობის ცხენის მომპოვნელი, მყისვე გადაიჭენებს ქალაქებზე, განდიდების გამო უზომო ხოტბით აღვსილი ამგვარ გონებას განგებულებითად წინ უხვდება სული სიძვისა, რომელიც თავის ერთ–ერთ საღორეში ამწყვდევს მას და ამ გზით განსწავლის კიდეც, რომ მეტად აღარ მიატოვოს მან თავისი საწოლი ვიდრე სრულ გამოჯანმრთელებამდე, არცთუ იმ უწესო ავადმყოფთა მბაძველი იყოს, რომლებიც, ავადმყოფობის ნარჩენების ...
link
13. გულისზრახვათაგან ერთადერთი სწორედ ცუდმედიდობაა მრავალნივთიერი, თითქმის მთელი ქვეყნიერების გარემომცველი და ყველა ეშმაკისთვის კარის გამღები, როგორც უკეთური ვინმე გამცემი რომელიმე ქალაქისა. ამიტომაც ფრიად ასულმდაბლებს იგი განშორე...
იხილეთ სრულად
13. გულისზრახვათაგან ერთადერთი სწორედ ცუდმედიდობაა მრავალნივთიერი, თითქმის მთელი ქვეყნიერების გარემომცველი და ყველა ეშმაკისთვის კარის გამღები, როგორც უკეთური ვინმე გამცემი რომელიმე ქალაქისა. ამიტომაც ფრიად ასულმდაბლებს იგი განშორებულის გონებას, მრავალგვარი აზრითა და მოვლენით ავსებს მას და რყვნის მის ლოცვებს, რომელთა მიერაც ეს უკანასკნელი თავისი სულის წყლულთა მკურნალობას გულმოდგინეობს. ყველა მოუძლურებული ეშმაკი ერთობლივად ზრდის ამ გულისზრახვას და ...
link
23. საქმითი ღვაწლის მოწინააღმდეგე ეშმაკებში სამი არის წინამდგომი, რომლებსაც კვალში მოჰყვება უცხოთესლთა (ეშმაკთა) მთელი ბანაკი. ეს სამნი პირველები დგანან ბრძოლაში და სულებს უწმინდური გულისზრახვების გზით უხმობენ ბოროტებისკენ. ამათგა...
იხილეთ სრულად
23. საქმითი ღვაწლის მოწინააღმდეგე ეშმაკებში სამი არის წინამდგომი, რომლებსაც კვალში მოჰყვება უცხოთესლთა (ეშმაკთა) მთელი ბანაკი. ეს სამნი პირველები დგანან ბრძოლაში და სულებს უწმინდური გულისზრახვების გზით უხმობენ ბოროტებისკენ. ამათგან ერთნი განიკუთვნებენ ნაყროვანების სურვილებს, მეორენი ვერცხლისმოყვარეობას შთაგვაგონებენ, მესამენი კი კაცობრივი დიდებისაკენ გვიხმობენ ჩვენ. მაშ, დაეშურე განწმენდილ ლოცვას, იპყარ მრისხანება, შეიყვარე მრთელცნობიერება, დაიოკ...
link
5. გზააბნეულ გონებას მდგრადს ხდის წიგნისმკითხველობა, მღვიძარება და ლოცვა, გულისთქმას აჭკნოს შიმშილი, დამაშვრალობა და განშორებულობა, აბობოქრებულ მრისხანებას კი აცხრობს ფსალმუნება, სულგრძელება და მოწყალება, რადგან ყოველივე უსაზომო დ...
იხილეთ სრულად
5. გზააბნეულ გონებას მდგრადს ხდის წიგნისმკითხველობა, მღვიძარება და ლოცვა, გულისთქმას აჭკნოს შიმშილი, დამაშვრალობა და განშორებულობა, აბობოქრებულ მრისხანებას კი აცხრობს ფსალმუნება, სულგრძელება და მოწყალება, რადგან ყოველივე უსაზომო და უჟამო სწრაფწარმავალია, რაც საზიანო უფროა, ვიდრე სასარგებლო.
link
4. შუადღის სიცხეში მომიხდა მისვლა წმინდა მაკარისთან და წყურვილისგან მეტისმეტად გატანჯულმა ვთხოვე მას წყალი, მან კი მითხრა: იკმარე ჩრდილი, რადგან ბევრი ვინმე, ვინც გზაშია ახლა ანდა ზღვაში, ამასაც მოკლებულია. შემდეგ, როდესაც მასთან ...
იხილეთ სრულად
4. შუადღის სიცხეში მომიხდა მისვლა წმინდა მაკარისთან და წყურვილისგან მეტისმეტად გატანჯულმა ვთხოვე მას წყალი, მან კი მითხრა: იკმარე ჩრდილი, რადგან ბევრი ვინმე, ვინც გზაშია ახლა ანდა ზღვაში, ამასაც მოკლებულია. შემდეგ, როდესაც მასთან განსჯათა გზით თავშეკავების შესახებ ვცდილობდი გნსწავლას, „გამხნევდიო, მითხრა, ჰოი შვილო, რადგან მე მთელი ოცი წელი არც პური, არც წყალი, არც ძილი არ მქონია მაძღრისად, არამედ პურს წონით ვჭამდი, წყალს ზომით ვსვამდი, ძილს კი ნ...
link
3. აუცილებელია გამოვიკვლიოთ წინმავალ მონაზონთა გზები და ამ გზებისკენ ავიღოთ გეზი, რადგან ბევრი რამ არის წინამორბედ მონაზონთა მიერ კეთილად ქმნილი და თქმული, რომელთაგან ერთ–ერთი ამასაც ამბობს, რიმ მყარად დაცულ ხმელისმჭამელობას, სიყვ...
იხილეთ სრულად
3. აუცილებელია გამოვიკვლიოთ წინმავალ მონაზონთა გზები და ამ გზებისკენ ავიღოთ გეზი, რადგან ბევრი რამ არის წინამორბედ მონაზონთა მიერ კეთილად ქმნილი და თქმული, რომელთაგან ერთ–ერთი ამასაც ამბობს, რიმ მყარად დაცულ ხმელისმჭამელობას, სიყვარულთან თანაშეუღლებულს, მალევე შეჰყავს მონაზონი უვნებობის ნავსაყუდელში.
link
2. რომელიც ცოდნას (ღვთისმცოდნეობას) შეერთო და მოინაყოფა მისი სიტკბოება, მეტად აღარ ერწმუნება ცუდმედიდობის ეშმაკს, თუნდაც რომ სოფლის ყველა სიამე წარმოუჩინოს მას, რადგან სულიერ მჭვრეტელობაზე უმჯობესს რაღას დაჰპირდება იგი? მაგრამ ვიდ...
იხილეთ სრულად
2. რომელიც ცოდნას (ღვთისმცოდნეობას) შეერთო და მოინაყოფა მისი სიტკბოება, მეტად აღარ ერწმუნება ცუდმედიდობის ეშმაკს, თუნდაც რომ სოფლის ყველა სიამე წარმოუჩინოს მას, რადგან სულიერ მჭვრეტელობაზე უმჯობესს რაღას დაჰპირდება იგი? მაგრამ ვიდრე ამ ცოდნის გემო არ გაგვიგია, საქმითი ღვაწლი უნდა აღვასრულოთ გულმოდგინებით და ჩვენი მიზანსწრაფვა ვაჩვენოთ ღმერთს, – რომ ყოველივეს ვაკეთებთ მისი ცოდნის გამო.
link
1. მონაზონს იმგვარად მართებს ყოფნა, როგორც მომდევნო დღეს სიკვდილის მიმღებს. ამასთან, იმგვარად უნდა იყენებდეს იგი თავის სხეულს, როგორც მრავალწლიანი სიცოცხლის მქონეს. პირველ შემთხვევაში მოწყინების გულისზრახვები მოიკვეთება და ამ გზით...
იხილეთ სრულად
1. მონაზონს იმგვარად მართებს ყოფნა, როგორც მომდევნო დღეს სიკვდილის მიმღებს. ამასთან, იმგვარად უნდა იყენებდეს იგი თავის სხეულს, როგორც მრავალწლიანი სიცოცხლის მქონეს. პირველ შემთხვევაში მოწყინების გულისზრახვები მოიკვეთება და ამ გზით მონაზონიც უფრო მეტი გულმოდგინებისთვის განემზადება, მეორე შემთხვევაში კი მრთელად ნარჩუნდება სხეული და თანასწორად დაიცვება ვნებათაგან თავშეკავებულობა
link
22. ყველა უწმინდურ გულისზრახვას, ვნებათა გამო დახანებულს ჩვენში, დაღუპვასა და წარწყმედაში ჩაჰყავს გონება, რადგან ისევე როგორც დაიხანებს მშიერში აზრი პურის შესახებ შიმშილის გამო, მწყურვალში კი აზრი წყლის შესახებ წყურვილის გამო, ამგ...
იხილეთ სრულად
22. ყველა უწმინდურ გულისზრახვას, ვნებათა გამო დახანებულს ჩვენში, დაღუპვასა და წარწყმედაში ჩაჰყავს გონება, რადგან ისევე როგორც დაიხანებს მშიერში აზრი პურის შესახებ შიმშილის გამო, მწყურვალში კი აზრი წყლის შესახებ წყურვილის გამო, ამგვარადვე ხანგრძლივდება ჩვენში, ვნებათა მიზეზით, აზრი ფულისა და იმ სამარცხვინო გულისზრახვების შესახებ, საჭმელ–სასმელთაგან რომ აღმოცენდება. იგივე გამომჟღავნდება ცუდმედიდობის გულისზრახვათა და სხვა წარმოსახვათა შესახებ. ამასთ...
link
21. რადგან ზოგი უწმინდური გულისზრახვა სწრაფად უკუიქცევა, გამოვიძიოთ მიზეზი, თუ რისგან გამომდინარე უნდა მომხდარიყო ეს. კერძოდ, ხომ არა – იმიტომ, რომ მოცემულ შემთხვევაში იშვიათია თვით მოვლენა და მის გამო ძნელადმოსაპოვებელია გულისზრა...
იხილეთ სრულად
21. რადგან ზოგი უწმინდური გულისზრახვა სწრაფად უკუიქცევა, გამოვიძიოთ მიზეზი, თუ რისგან გამომდინარე უნდა მომხდარიყო ეს. კერძოდ, ხომ არა – იმიტომ, რომ მოცემულ შემთხვევაში იშვიათია თვით მოვლენა და მის გამო ძნელადმოსაპოვებელია გულისზრახვის საგანი, ან კიდევ – იმიტომ, რომ ნიშანდობლივია ჩვენთვის უვნებობა და ამის გამო ვერ იმძლავრა ჩვენზე მტერმა? მაგალითისათვის, თუ ვინმე განდეგილთაგანი წარმოიდგენს, რომ ქალაქის სულიერი გამგებლობა არწმუნეს სწორედ მას, ცხადია...
link