
უსულდგმულო ცხოვრება ცის ნიჭად ნუ გგონია, - იგი მიწის ყოფილა, რასაც ბოლო ჰქონია!
უსულდგმულო ცხოვრება ცის ნიჭად ნუ გგონია, - იგი მიწის ყოფილა, რასაც ბოლო ჰქონია!
მადლი სიბრალულისა დედაა ყველა სხვა მადლისა. ადამიანის გულს ამან უნდა აწოვოს თავისი ძუძუ.
დიდი მამულის-შვილური სიყვარული და ღრმა სარწმუნოება – ორი უძლიერესი გრძნობაა ადამიანისა.
ნეტა ვინც კარგის საქმით აღნიშნავს თავის დროსა! ის იქავ ეწაფება უკვდავების წყაროსა!..
ხშირია ხოლმე, რომ როცა სული ჭლექდება, ხორცის დღეობა მაშინ არის; როცა სული ჰყვავის, ხორცი დნება.
მრდელი ყრმისა მეორე შემოქმედია. რასაც ერთი მიჰმადლებს ბავშვს, მეორემ უნდა წვრთნას და ჰზარდოს.
იგი გრძნობაა მართალი, რომელიც კატასავით დღე მუდამ არა სჩხავის და მზეთუნახავად დაბინავებულია გულში.
სიკეთით სძლიე შენს მტერსა, ერიდე სისხლით ზღვევასა, სულგრძელებითა ძლევა სჯობს, ვაჟკაცობითა ძლევასა.