რომელი ცხოვრებისეული სიტკბოა, მწუხარება რომ არ ახლდეს თან?
შემოქმედი ღმერთი მთელს თავის ქმნილებას სიბრძნით განაგებს და ჩვენც ადამიანებს, გვირგვინს თავისი ქმნილებისა, მადლს მოგვანიჭებს, გვწყალობს და შეგვაგონებს მთელი დანარჩენი ქმნილების მეშვეობით, ზოგჯერ კი ამას თვით ბოროტ სულთა -დემონთა მ...
იხილეთ სრულად
შემოქმედი ღმერთი მთელს თავის ქმნილებას სიბრძნით განაგებს და ჩვენც ადამიანებს, გვირგვინს თავისი ქმნილებისა, მადლს მოგვანიჭებს, გვწყალობს და შეგვაგონებს მთელი დანარჩენი ქმნილების მეშვეობით, ზოგჯერ კი ამას თვით ბოროტ სულთა -დემონთა მეშვეობითაც იქმს, რაც ჩვენთვის საღმრთო წერილიდან არის ცნობილი, მართალი იობისა და ღორების კოლტის ამბებიდან.
link
ღმერთს თავისი წინამსწრობელი ნებით, სურს ჩვენგან კეთილი საქმეები მიიღოს და სწავლობს კიდეც მათ თავისმიერი შეწევნით. ხოლო ბოროტი საქმეები მას არ სურს ჩვენგან, არც თავისი წინამსწრობელი ნებით და არც თავისი შემდგომი ნებელობით. მაგრამ ღმ...
იხილეთ სრულად
ღმერთს თავისი წინამსწრობელი ნებით, სურს ჩვენგან კეთილი საქმეები მიიღოს და სწავლობს კიდეც მათ თავისმიერი შეწევნით. ხოლო ბოროტი საქმეები მას არ სურს ჩვენგან, არც თავისი წინამსწრობელი ნებით და არც თავისი შემდგომი ნებელობით. მაგრამ ღმერთი მიუშვებს ხოლმე ჩვენს თავისუფალ ნებას ბოროტის საქმნელადაც, რამეთუ იძულებით რაიმეს მოქმედება არც სათნოებად შეგვერაცხება და არც გონიერ საქმედ.
link
ღმერთი ყოველივეს განმსჭვალავს, თვითონ კი, ამავე დროს, არაფერს არ აღერევა. ღმერთს ვერაფერი განმსჭვალავს. ყოველივე ღმერთმა თავისი მარტივი ცოდნით იცის და ყველაფერსვე მარტივად სჭვრეტს თავისი ღვთაებრივი და უხორცო თვალით - აწმყოსაც, წარ...
იხილეთ სრულად
ღმერთი ყოველივეს განმსჭვალავს, თვითონ კი, ამავე დროს, არაფერს არ აღერევა. ღმერთს ვერაფერი განმსჭვალავს. ყოველივე ღმერთმა თავისი მარტივი ცოდნით იცის და ყველაფერსვე მარტივად სჭვრეტს თავისი ღვთაებრივი და უხორცო თვალით - აწმყოსაც, წარსულსაც და მომავალსაც და სჭვრეტს უწინარეს მათი ყოფისა. ღმერთის ბუნება უცოდველია, თვითონ კი ცოდვათა მომტევებელი და ყოველთა მაცხოვნებელია. რასაც კი ინებებს, ღმერთი ყოველივეს იქმს, რამეთუ მას ყველაფერი ძალუძს. მაგრამ უნდა ვი...
link
ღმერთი ყოველივეს აღავსებს და ამასთან ყველაფრის მიღმა ჰგიებს. ღმერთი მთლიანად არის ყველგან, სრულიად ყოველივეში, თანაბრად დიდსა თუ მცირეში და მთლიანადვე აღმატებულად ყოველივეზე.
ღმერთი დაუსაბამოა, დაუსრულებელი, მარადიული, შეუქმნელი, გარდაუქმნელი, უცვლელი, მარტივი, შეუდგენელი, უსხეულო, უხილავი, შეუხებელი, აღუწერელი, უკიდეგანო, გონებისათვის მიუწვდომელი, შემოუწერელი, მიუღწეველი, კეთილი, სამართლიანი, ყველა ქმ...
იხილეთ სრულად
ღმერთი დაუსაბამოა, დაუსრულებელი, მარადიული, შეუქმნელი, გარდაუქმნელი, უცვლელი, მარტივი, შეუდგენელი, უსხეულო, უხილავი, შეუხებელი, აღუწერელი, უკიდეგანო, გონებისათვის მიუწვდომელი, შემოუწერელი, მიუღწეველი, კეთილი, სამართლიანი, ყველა ქმნილების შემოქმედი, ყოვალდძლიერი, ყოვლისმპყრობელი, ყოვლისმხედველი, ყოვლისგანმგებელი, მეუფე ყოველთა, მსაჯული.
link
ღმერთი განუყოფელია და იგი მთლიანად არის ყველგან, თავისი რაღაც ნაწილით კი არ ჰგიებს ქმნილების ნაწილში, სხეულებრივად გაყოფილი და დაცალკევებული, არამედ მთლიანად ჰგიებს მთელს თავის ქმნილებაში, ყოველივეში და მთლიანადვე არის ყოველივეზე ...
იხილეთ სრულად
ღმერთი განუყოფელია და იგი მთლიანად არის ყველგან, თავისი რაღაც ნაწილით კი არ ჰგიებს ქმნილების ნაწილში, სხეულებრივად გაყოფილი და დაცალკევებული, არამედ მთლიანად ჰგიებს მთელს თავის ქმნილებაში, ყოველივეში და მთლიანადვე არის ყოველივეზე აღმატებული.
link
რადგანაც საღვთო წერილში მეტისმეტად ბევრია სიმბოლურად ნათქვამი სხეულებრივ ღმერთზე, გვმართებს ვიცოდეთ, რომ ჩვენ, ამ ტლანქი ხორცით შემოსილ ადამიანებს, არ შეგვიძლია ჩვენეული ბუნების შესატყვისი სახეების, ხატებისა და სიმბოლოების გამოუყე...
იხილეთ სრულად
რადგანაც საღვთო წერილში მეტისმეტად ბევრია სიმბოლურად ნათქვამი სხეულებრივ ღმერთზე, გვმართებს ვიცოდეთ, რომ ჩვენ, ამ ტლანქი ხორცით შემოსილ ადამიანებს, არ შეგვიძლია ჩვენეული ბუნების შესატყვისი სახეების, ხატებისა და სიმბოლოების გამოუყენებლად შევიცნოთ ან განვმარტოთ ღვთაების უზენაესი, უნივთო და საღვთო ქმედებანი.
link
თუკი ღმერთი ადამიანს მიატოვებს, ეს ორგვარად ხდება: ერთია მხსნელი მიტოვება, რომელიც შეაგონებს ადამიანს კვლავ ღმერთისაკენ მოიქცეს, მეორე კი - საბოლოო მიტოვებაა და ღმერთისაგან ადამიანის სრულ უარყოფას გულისხმობს. მხსნელ, ანუ ადამიანის...
იხილეთ სრულად
თუკი ღმერთი ადამიანს მიატოვებს, ეს ორგვარად ხდება: ერთია მხსნელი მიტოვება, რომელიც შეაგონებს ადამიანს კვლავ ღმერთისაკენ მოიქცეს, მეორე კი - საბოლოო მიტოვებაა და ღმერთისაგან ადამიანის სრულ უარყოფას გულისხმობს. მხსნელ, ანუ ადამიანის დამმოძღვრავ მიტოვებას ღმერთი იმისთვის მიმართავს, რომ გამოასწოროს, იხსნას და განადიდოს ვნებული ადამიანი, ანდა მისი მეშვეობით სხვა ადამიანებსაც შთაუნერგოს საღმრთო მოშურნეობა და კეთილმსახურება, თავისი განდიდებისათვის განაწ...
link
ზოგჯერ ღმერთი იმასაც დაუშვებს, რომ ადამიანმა სამარცხვინო საქმე აღასრულოს და ამას იქმს იმ მიზნით, რომ თვით ამ ადამიანში სხვა, უფრო ბილწი და დამღუპველი ვნება აღმოფხვრას. ასე მაგალითდ, როცა ვინმე თავს იქებს თავისი ქველი საქმეებით და...
იხილეთ სრულად
ზოგჯერ ღმერთი იმასაც დაუშვებს, რომ ადამიანმა სამარცხვინო საქმე აღასრულოს და ამას იქმს იმ მიზნით, რომ თვით ამ ადამიანში სხვა, უფრო ბილწი და დამღუპველი ვნება აღმოფხვრას. ასე მაგალითდ, როცა ვინმე თავს იქებს თავისი ქველი საქმეებით და მართალი მორწმუნეობით, ღმერთი დაუშვებს ხოლმე, რომ იგი სიძვა-მრუშობის ცოდვაში ჩავარდეს და სწორედ ასეთი დაცემის შედეგად მოეგოს გონს, გულისხმაჰყოს თავისი უძლურება, თავი დაიმდაბლოს, ქედი მოიხაროს და წრფელი აღსარებისთვის შეუვ...
link