წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, ამონარიდები
62. პატივმოყვარეობა ფარული ღვაწლით აღიკვეთება, ამპარტავნობა კი ჯეროვნად აღსრულებული საქმეების ღვთისადმი მიწერით.
61. ღვთის შემეცნების ღირსქმნილსა და ჭეშმარიტად მის სიტკბოს ზიარებულს, სძულს ყოველგვარი სიამე, რომელიც გულისთქმის ძალისაგან წარმოიქმნება.
59. როცა სულს ყველა უწმინდური ვნება დაეუფლება, მისგან პატივმოყვარეობის გულისთქმას განდევნის, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში მას სულში შესვლის საშუალებას აძლევს.
53. განა არ უნდა შეძრწუნდეს, შეშფოფდეს და გაოგნდეს გონება, როცა "მამა ღმერთი არავის ჰსჯის, არამედ მთელი მსჯავრი მისცა ძეს" (იოან.5,22), ძე კი გვეუბნება;"ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ" (მათ.7.1), "ნუ განიკითხავთ და არა განიკ... იხილეთ სრულად