მოიძებნა 168 ჩანაწერი
წმ. ტიხონ ზადონელი - ციტატები, ამონარიდები
თემა: ენა, სიტყვა
პატარა გველია ენა, მაგრამ უდიდეს და მრავალ უბედურებას ჩადის; ორმაგი გალავნითაა შემოზღუდული, ანუ - კბილებითა და ტუჩებით, მაგრამ საკმაოდ მოხერხებულად გამორბის.
link
გონების თვალი აღუპყარ ზეციურ სამყაროს, და მოიხილე მისი მკვიდრნი - ვერც ერთს ვერ ჰპოებ იქ, ვინც იქამდე მოთმინების გზით არ მისულა.
link
თემა: ვნებები
მრავალნი ადამიანებზე ბატონობენ და მეუფებენ, მაგრამ თვითონ საკუთარი ვნებების მონები და ტყვეები არიან.
link
თემა: დაბეზღება
ადვილად ნუ დაუჯერებ დამსმენს, არამედ ერთი ყურით უსმინე მას, მეორე კი მოპასუხისათვის დაიტოვე.
link