წუთისოფლის სიძულვილი
წმ. ტიხონ ზადონელი

შეიძულე ეს სოფელი მთელი თავისი მომხიბვლელობით, მხოლოდ ღმერთი და მარადიული ცხოვრება შეიყვარე და სამყაროში ისე იცხოვრებ, როგორც - ლოთი სოდომში, უვნებლად იქნები.

link
 

სამყარო არ არის ის წინამძღოლი, რომელსაც უნდა გავყვეთ, არამედ მტერია, რომელზეც ღვთის შვილებმა უნდა გაიმარჯვონ: „ყოველი, რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს სოფელს“.

link
 

მათ გამო გვებრძანა, ვიყოთ სოფელში და არ შევიყვაროთ სოფელი; მაგრამ არა იმიტომ, რომ განუსჯელად მოვიძულოთ ღვთის ქმნილებანი, არამედ რათა ამ სამი ვნების მიზეზი მოვიკვეთოთ.

link
წმ. ანტონი დიდი

ღვთისმცოდნენი აღივსებიან ყოველგვარი კეთილი აზრით და ცათა მსურველნი ამ ცხოვრებას მოიძაგებენ, მაგრამ ამგვარნი არ მოსწონთ მრავალთ, ისევე როგორც არც თავად ამათ მოსწონთ მრავალნი

link
წმ. ანტონი დიდი

146. მოაზროვნე სული, ნივთიერი შესაქმისა და სწრაფწარმავალი ცხოვრების მომძაგებელი, ზეციურ შვებასა და საუკუნო ცხოვრებას ირჩევს და ღირსეული მოღვაწეობის შედეგად იღებს მას ღვთისგან.

link
image

მიწიერი ცხოვრებისკენ მიდრეკილების არქონა და ყოველგვარი ცხოვრებისეულის მოძულება კიდევ არ ნიშნავს ცხოვრებაზე უარის თქმას: პირიქით, ეს ნიშნავს, ჭეშმარიტი განსაზღვრების ცოდნას და, აქედან გამომდინარე, მისი ჭეშმარიტად მაღალი ღირებულების... იხილეთ სრულად

link
წმ. ანტონი დიდი

ვინც მთელი სულით და გულით, მთელი თავისი არსებით არ შეიძულებს ყოველივე იმას, რაც ნივთიერი და მიწისმიერ სხეულისთვისაა დამახასიათებელი; ვინც არ მოიძაგებს ყოველგვარ ხორციელ აღტყინებასა და ლტოლვას და საკუთარ გონებას ყოველთა შემოქმედ მა... იხილეთ სრულად

link