1461. რა არის ღმრთის წყალობა?
1461. რა არის ღმრთის წყალობა?
განმარტება:
I. ღმრთის მადლი ჩვენში მკვიდრდება მაშინ, როდესაც ვიმარხვით წმიდა საიდუმლოს, აგრეთვე, როდესაც კრძალვით და გულისხმიერებით ვკითხულობთ წმიდა წერილს, წრფელი გულით აღვასრულებთ მოწყალებას, ღმრთისადმის ისყვარულით გამოვისახავთ პირჯვარს და რწმენით მივეახლებით ნაკურთხ საგნებს.
II. პავლე მოციქულმა თქვა: "არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაი დამკვიდრებულ არს თქუენ შორის?" (I კორ. 3,16). შემდგომ კი ამავე ეპისტოლეში მან თავის შესახებ თქვა: "ხოლო მადლითა ღმრთისაითა ვარ, რაი-იგი ვარ; და მადლი იგი მისი, რომელი ჩემდა მომართ იყო, არა ცუდად რაი იყო" (15,10). ოო, ჩვენც რომ შეგვეძლოს ვთქვათ "მადლი ღმრთისაი, რომელი ჩემდა მომართ იყო, არა ცუდად რაი იყო" , და თითოეული ჩვენგანი რომ სული წმიდის ტაძარი ყოფილიყო!..
III. სული წმიდა არის ჩვენი განმანათლებელი და ნუგეშისმცემელი, რამეთუ მისი წყალობა განგვამართლებს და აღგვავსებს ნუგეშით. ძე ღმერთი არის ჩვენი მხსნელი, მამა ღმერთი კი-ყოველივეს შემოქმედი
|
|