image

თემა: აღშფოთება

ცხონდით! მადლობა უფალს, რომ მშვიდად ხართ და ასე კარგად დაგითმენიათ ყოველივე. შეეცადეთ, ამგვარი სიმშვიდე მუდამ გქონდეთ უსიამვნებებისას, მიენდეთ ღვთის ნებას და ნურაფერს მოიმოქმედებთ. ილოცეთ, რომ ყველაფერი მოგიგვაროთ ღმერთმა, და ეს საკმარისია.
    კანონად დაიდეთ, არაფერი მოიმოქმედოთ სულიერი აღშფოთების ჟამს, მით უმეტეს, არაფერი თქვათ. როგორი სათნოც გინდა ჩანდეს აღშფოთება და როგორი სამართლიანიც გინდა გეჩვენებოდეს თქვენი სათქმელი იმ წუთებში, სულს მაინც არ შეუძლია საჭირო ზომების დაცვა, მით უმეტეს, სიწმინდის მდგომარეობა, რამეთუ ეს მდგომარეობა თავისთავად მუდამ შეიცავს "მე"-ს შენარევს. ღმერთი შეგეწიოთ
image image