image

თემა: მდუმარება

დუმილი დიდი ძალა და საიმედო საყრდენია უხილავ ბრძოლაში გამარჯვების მოსაპოვებლად,დიდი სიკეთეა მათთვის,ვინც საკუთარ თავს არ არის მინდობილი,არამედ მხოლოდ უფალს ესავს.იგია მცველი წმინდა ლოცვისა და საკვირველი შემწე სათნოებათა მოპოვებისას,ამასთან სულიერი სიბრძნის ნიშანიც არის.წმ.ისააკი ამბობს,რომ "ენის კრძალვა არა მარტო გონებას აიძულებს ამაღლდეს ღმერთთან,არამედ ხილული საქმის აღსასრულებლადაც დიდ ძალას იძლევა უხილავად.ვინც გონივრულად იცავს მდუმარებას,ის განანათლებს თავის ფარულ საქმეებსაც".სხვა ადგილას იგი ესრეთ შეასხამს ქებას მდუმარებას:"თუ სასწორის ერთ მხარეს მოათავსებ განდეგილური ცხოვრების ყველა საქმეს,და მეორე მხარეს კი- მდუმარებას,მაშინ იხილავ, რომ იგი გადაწონის სასწორს.მრავალი კეთილი რჩევა არსებობს,მაგრამ როდესაც მოღვაწე მდუმარებას დაუმეგობრდება,მისთვის ზედმეტი იქნება ამ რჩევების დაცვა".სხვაგან იგი დუმილს უწოდებს "მომავალი საუკუნის საიდუმლოს,სიტყვა კი ამ ქვეყნის იარაღია" წმ.ბარსანოფი მდუმარებას ღმრთისმეტყველებაზე მაღლა აყენებს,და ამბობს:თუკი ვერ ღმრთისმეტყველობ,იცოდე რომ დუმილი უფრო მეტად იმსახურებს განკვირვებასა და დიდებას".მაგრამ ზოგი დუმს,რადგან არაფერი აქვს სათქმელი(სიბ.ზირ.20,6)სხვა იმიტომ დუმს რომ მარჯვე შემთხვევას ელოდება სიტყვის წარმოსათქმელად(იქვე).სხვა კიდევ სხვა მიზნით,"ადამიანური დიდების მოსაპოვებლად,ან გულმოდგინედ იღვწის მდუმარების ღვაწლით,ან იმიტომ რომ გულში ეზიარება უფალს და არ სურს გონება განაშოროს მას"(წმ.ისააკი.სიტყვა 76).ზოგადად შეიძლება ითქვას,რომ ვინც სიტყვაძვირია,ის თავის კეთილგონიერებასა და სიბრძნეს წარმოაჩენს. (ზირ.19,28,20.5).
image image
 
თემატური კითხვები