image

თემა: მოთმინება

კანონად გქონდეთ: 1) ყოველ წუთს უსიამოვნებას ელოდეთ და როცა ის მოვა, სასურველი სტუმარივით მიიღეთ; 2) თუ რაიმე თქვენი ნების საწინააღმდეგოდ, თქვენს დასამწუხრებლად და გასაღიზიანებლად ხდება, სწრაფად გაიქეცით ყურადღებით გულში და ეცადეთ არ დაუშვათ ამ გრძნობების აღორძინება, ძალღონე მოიკრიბეთ და ილოცეთ. თუ გრძნობას გაჩენის საშუალებას არ მისცემთ, ყველაფერი ამით დამთავრდება, რამეთუ ყველაფერი გრძნობებისგანაა; თუ ჩაისახება თუნდაც მცირედი გრძნობა, მაშინ დაიმახსოვრეთ: ეცადეთ არაფერი ილაპარაკოთ და გააკეთოთ, სანამ ამ გრძნობებს არ გააძევევბთ; თუ ეს არ ხერხდება ეცადეთ გრძნობების გამოხატვის გარეშე ილიაპარაკოთ და იმოქმედოთ, მცნებები არ დაარღიოთ და ღმერთს სათნო ეყავით, მშვიდად და წყნარად - თითქოს არაფერი მომხდარიყოს; 3) ნურასოდეს ნუ გექნებათ იმედი, ვითომ ეს უსიამოვნებები ოდესმე დაგეხსნებათ, ამიტომ სიცოცხლის ბოლომდე მას ელოდეთ. ნუ დაივიწყებთ ამას! თუ ამას ვერ შეძლებთ, მოთმინებას ვერ შეიძენთ: 4) ყველაფერთან ერთად გახსოვდეთ, რომ მოსიყვარულე გამოხედვა გქონდეთ, მოსიყვარულე ხმის ტონი, მოსიყვარულე მიმართვა და რაც მთავარია, ყველანაირად ეცადეთ, ვინმეს არ აგრძნობინოთ მისი უსამართლობა. მოექეცით ისე, თითქოს მას არ უწყენინებია... მიეჩვიეთ ღვთის ხსოვნას და მუდმივად შეინარჩუნეთ იგი
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები