ავტორი:
წმ. ნილოს სინელი
თემა: გემოთმოყვარება
მოსპე შენში ყოველივე, რაც ასულდგმულებს მანკიერებას და ძალით მოაკვდინე შენი ხორციელი ასონი. როგორც მოკლული მტერი ვეღარ მოგგვრის შიშს, ასევე მოკვდინებული სხეულიც აღარ აამღვრევს შენს სულს. მკვდარი სხეული აღარ გრძნობს ცეცხლისაგან ტკივილს, და თავშეკავებული - სიამოვნებას მოკვდინებული გემოთმოყვარებისაგან. თუკი მოკლავ ეგვიპტელს, ქვიშაში დამალე, და ვნების გადალახვის შემდეგ ნუ შეჰმატებ სხეულს. რამეთუ როგორც ნოყიერ ნიადაგში მოხვედრილი თესლი ამოხეთქავს,ასევე მსუქან სხეულშო გაღვივდება ვნება. მიმქრალი ცეცხლი ხმელი ფიჩხით აბრიალდება, და ჩამქრალი გემოთმოყვარებაც გაყროვანებით გამოიღვიძებს.ნუ შეიბრალებ უძლურებაზე მოწუწუნე სხეულს, და ნუ მოასუქებ მას ძვირფასი საჭმელ-სასმელით.
თუ ის მოძლიერდება, აგიჯანყდება და შეურიგებელ ბრძოლას გაგიჩაღებს,ვიდრე არ დატყვევებს შენს სულს და არ გადასცემს სიძვის ვნების მონობაში. მწირად გამოკვებილი სხეული მოთვინიერებული ცხენია და არასოდეს გადმოაგდებს მხედარს, რამეთუ ლაგამ ამოდებული ცხენი, დამთმენია და მხედარს ემორჩილება, სხეული კი მარხვითა და მღვიძარებით თვინიერდება და მაშინ ვეღარ უსხლტება ხელიდან მის წარმმართველ კეთილ გულისსითტვას, აღარ ფრუტუნებს ვნებიანი სწრაფვით აღტყინებული