image

თემა: მოთმინება

აწ გამოვიძიოთ და ვიხილოთ, თუ რავდენი სარგებელი აქუს მოთმინებასა. და არა ხოლო თუ ერთსა საქმესა ზედა ოდენ სახმარ არს იგი, არამედ ფრიად მრავალსა: მოთმინე მხიარულ არს ჭირთა მოწევნასა, და გამოიცადის იგი განსაცდელთა შემთხუევასა, და განმზადებულ არნ იგი ყოველთა მორჩილებად; მოთმინე განშუენდის სულგრძელებითა და სავსე არნ სიყუარულითა და მავნებელთა ჰლოცავნ; დუმილსა იმარხავნ და წიგნის კითხვასა სურვიელ არნ; მარხვასა მოსწრაფე და ლოცვასა გულმოდგინე, ხელთ საქმარსა უცონელ და მიცემა-მოღებასა მარტივ; ყოველსა ბრძანებასა მორჩილ და სიტყვის გებასა სულგრძელ, და, თუ რასმე საქმესა ზედა დაიდგინის, სარწმუნო იპოვის. მსახურებასა მხიარულ არნ და ძმათა განსუენებასა ტკბილ და განზრახვასა ბრძენ; ღამის თევასა მოხარულ და უცხოთა შეწყნარებასა განკრძალულ; სნეულთა მოღვაწე და მწუხარეთა ნუგეშინის-მცემელ
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები