image

თემა: ადამიანის სიყვარული ღვთისადმი


სწავლა იზ. თავი ვ. ღვთისა სიყვარულისათვის.

საყვარელნო ძმანო ჩემნო! შევიყვაროთ ღმერთი ყოვლითა სულითა ჩვენითა და ყოვლითა გულითა ჩვენითა, რათა ღირსვიქმნეთ ცნობად მის. სიყვარული არა გონებითა ოდენ ჯერ არს, არამედ საქმითაცა, რათა მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ. და უკეთუ განვარისხებდეთ მას ვინაი (როგორ, საიდან უნდა) გამოჩნდეს, თუ გვიყვარს იგი და გვიხარის მისთვის? არა ხედავა, ვითარ რაჟამს მეგობარი ვინმე მოვიდის ჩვენდა და გვიხაროდის მისთვის, ვისწრაფით ყოვლით კერძო ნებისა მისისა აღსრულებად? ხოლო უკეთუნებასა მისსა არა აღვასრულებდეთ, დაღაცათუ (და თუნდ რომ) ბევრეულ გზის ვიტყვით, თუ გვიხარის მისვლისა მისთვის, არა რწამს მას სიტყვა იგი. ეგრეთვე, უკეთუ გამოვაჩინოთ, ვითარმედ ჭეშმარიტად გვიხარის მოსვლა ქრისტესი, ნუმცა რას ზედა განვარისხებთ მას: შევამკოთ სახლი იგი, რომელსა შინა შემოვალს, წარმოვუდგათ სერი, რომელი მას ნებავს. ხოლო რაი არს სერი იგი? ვითარცა თავადმან სთქვა, ვითარმედ: "ჩემი ჭამადი ესე არს, რათა ვქმნე ნება მომავლინებელისა ჩემისა". ვიხილოთ თუ მშიარად, გამოვზარდოთ იგი, და უკეთუ წყურიელად, ვასვათ მას, დაღაცათუ მცირე იყოს და უნდო მიცემა ჩვენი, შეიწირავს იგი, გინათუ გრილსა წყალსა, ანუ თუ ორთა მწვლილთა, რამეთუ ვინაითგან არა ეხმარების მას, ამისთვის არცა ეძიებს ფრიადსა, არამედ სიკეთესა გონებისასა ოდენ. გამოვაჩინოთ, ვითარმედ გვიყვარს ქრისტე და გვიხარის მოსვლა მისი ჩვენდა მომართ, რამეთუ მან სული თვისი ჩვენთვის დასდვა და შემდგომად ამისსა ჩვენვე გვთხოვს მოწყალებასა. და უკეთუ მის მიერ მოცემული მასვე მივსცეთ, ესრეთ შეიწირავს, ვითარმცა ჩვენი მიგვეცა. ვიცი ვითარმედ ყოველნი ქრისტიანენი იტყვიან, ვითარმედ ვის არა უყვარს ქრისტე? სიტყვით და გონებით არავინ უარჰყოფს მას, არამედ არა სიტყვითა ოდენ ჯერ არს სიყვარული, რამეთუ, უკეთუ სიტყვით ვიტყოდეთ - თუ გვიყვარს ღმერთი და საქმითა არა ვიქმოდეთ მცნებათა მისთა, ესე კიცხვა არს არა თუ ღვთისა ოდენ (არა მარტო), არამედ კაცთაცა. არამედ საყვარელნო, საქმით ვაჩვენოთ სიყვარული ღმერთსა, რათა მანცა აღგვიარნეს მას დღესა, რაჟამს წინაშე მამისა თვისისა აღიარებდეს ღირსთა მისთა და ჩვენცა ღირს ვიქმნნეთ საუკუნეთა კეთილთა, რომელნი განუმზადა მოყვარეთა მისთა, რამეთუ მისი არს დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები