თემა: ზნეობრივი ლიტერატურის კითხვა,  სახარების კითხვა,  წმინდანთა სწავლების კითხვა,  წმინდანთა ცხოვრების კითხვა,  წმინდა წიგნების კითხვა

მარტომყოფი შევიმეცნებ წმიდა წერილს, აღთქმულს უფლისაგან, მის განმარტებებსა და აგრეთვე წმიდა მოციქულთა ეპისტოლეებს, წმიდა მამათა ცხოვრებებსა და მოძღვრებებს, გულისყურს მივაპყრობ მათ და რაც დაემთხვევა ჩემს გულისთქმას უფლის ნების აღსრულებისა და სულის სასარგებლოდ, გადმოვიწერ და შევისწავლი. ეს არის ჩემი სიცოცხლე და სულისთქმა. გირჩევთ, თქვენც ასე მოიქცეთ. მე ამას გირჩევთ სულის კეთილდღეობისათვის. გთავაზობთ იმას, რაც საკუთარი თავისათვის მიმიჩნევია სასარგებლოდ.
 
თემატური კითხვები