
ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: მტერობა
სწავლა მა. თავი იდ. არა ბოროტის ყოფისათვის მტერთასა.
საყვარელნო! ჯერ არს ჩვენდა ქრისტიანეთა, რათა არა ძვირსა ვიხსენებდეთ ბოროტის მყოფელთა ჩვენთათვის, არამედ უფროსად ვსწუხდეთ მათთვის, რამეთუ ევნების უფროსად ბოროტისმყოფელთა და იგინი არიან ღირს ტირილისა ფრიადისა, ვიდრეღა (იგინი) რომელთა უყონ ბოროტი. რამეთუ ანგაარნიცა და ცილისმწამებელი თავთა თვისთა ავნებენ დიდად. ხოლო ჩვენ, ფრიად გვარგებენ, უკეთუ ჩვენ ოდეს გვინდეს. რამეთუ უკეთუ ვინ მიიტაცოს შენი და შენ მამდლობდე ღმერთსა, მრავალი სარგებელი მოგიღებიეს, მადლობისა მიერ, ხოლო მან მრავალი სასჯელი და ბრალი მოიგო. რამეთუ, დაღაცათუ უძლურ იყო შენ, და ვერ ძალ-გედვას ბოროტის ყოფად ბოროტის მყოფელისა შენისა. არამედ ძალგიძს განრისხებად და წყევად მისდა, და ძვირის ხსენებად. და უკეთუ არა ჰქმნე ესე, არამედ უფროსად ულოცო მას და აკურთხო იგი, მიიღო სასყიდელი. და ამის მიერ საცნაურ იქმნნეს, ვითარმედ დაღაცა თუმცა ხელგეწიფებოდა ხორციელადცა ვნებად, არა ავნებდი, რამეთუ, უკეთუ ულოცვიდე, აკურთხევდე ბოროტის მყოფელსა შენსა, მიემსგავსები ღმერთსა. ვითარცა იტყვის უფალი, ვითარმედ: "ულოცევდით ბოროტის მყოფელთა თქვენთა, რათა იყვნეთ მსგავს მამისა თქვენისა ზეცათასა". ხედავაა, რაოდენსა კეთილსა შევიძენთ, უკეთუ ვინებოთ (მოთმინება) ბოროტის მყოფელთა ჩვენთა მიერ? რამეთუ არა რაი ესრეთ მხიარულ ჰყოფს ღმერთსა ჩვენ ზედა, ვითარ არა მიგებაი ბოროტისა ბოროტისა წილ! რამეთუ არა თუ ბოროტისა ოდენ არა ყოფაი, არამედ უფროსად ლოცვაცა და კურთხევა ბოროტის მყოფელთა ჩვენთა ბრძანებულ არს ჩვენდა. რამეთუ ქრისტემან იხილე რაოდენი კეთილი უყო მიმცემელსა თვისსა იუდას: ფერხნი დაბანნა, ფარულად ამხილებდა, ტაბლასა თვისსა ზიარ ჰყო, ამბორის ყოფა მისცა და იგი არავე მოიქცეოდა. არამედ უფალი მასვე ზედა ეგო და კეთილის ყოფად არა დასცხრებოდა! არამედ გასწავო ("ქცევა") ძველისაცა ჰსჯულისა მონათა მიერ ღვთისათა. იხილე ნეტარი იოსებ, რომელი გამობრწყინდა სიწმიდითა, და უფროს სულგრძელებითა. რამეთუ განიყიდა უბრალოი, რომელი იგი მსახურებდა ძმათა თვისთა და კეთილსა უყოფდა; და შეასმინეს იგი ძმათა და იოსებ მერმეცა წარვიდა უდაბნოს, და მიართვა ძმათა თვისთა საზრდელი და ვერ ჰპოვნა. რამეთუ ეძიებდა, და არა მოიწყინა. და ვითარცა (რადგან) ძმაი იყო. ხოლო უწყალოთა მათ ძმათა ამას ყოველსა ზედა განჰყიდეს იგი. და დაემკვიდრაიოსებ მათ მიერ საპყრობილესა შინა. და არავე რაი ჰსთქვა ბოროტი ძმათათვის. და ამის შემდგომად მიიღო რა უფლებაი იოსებ, გამოზარდნა ძმანი თვისნი და მრავალთაგან ბოროტთა იხსნა იგინი. აგრეთვე, უკეთუ ჩვენ გვენებოს მოყვსისა ბოროტი, ვერ დაგვახრწევს სათნოებასა; გარნა მათ არა ესრეთ ჰყვეს, არამედ ბოროტი დასწამეს იოსებს, და ჩვენებისა მისთვის აყვედრებდეს და შთააგდეს მღვიმესა და იგინი სჭამდეს მის მიერ მოღებულსა საზრდელსა, ხოლო ძმასა თვისსა იოსებს ჰხედვიდეს მღვიმესა მას შინა შიშველსა და არა ეწყალოდა. რაიმცა იყო ამის საქმისა უძვირეს, ანუ რომელთა კაცის მკვლელთასა არა იყვნეს უბოროტეს? და მერმე აღიღეს და მისცეს კაცთა უსახურთა ბარბაროსთა. გარნა იოსებ იქმნა მეფე, არა თუ ოდენ ბოროტი იგი შეუნდო, არამედ ცოდვისა მისგანცა ძალისაებრ თვისისა განათავისუფლნა, და განგებულებად ღვთისა უწოდა საქმესა მას, და არა მათდა უკეთურებად. და რაი იგი იყო არა თუ ძვირის ხსენებით, არამედ ძმისათვის თვისისა სიყვარულით, და მერმე მოეხვია ძმათა თვისთა და ტიროდა მათ ზედა, მათ მიერ მოკლული იგი იოესებ, და ყოველნი იგი ეგვიპტედ შთაიყვანნა და ბევრეული კეთილი უყო მათ. ხოლო რაი სიტყვა გვაქვნდეს, რომელნი შემდგომად სჯულისა და ქრისტეს მოსვლისა, და უწინარეს სჯულისაცა ყოფილთა არა ვფბაძვიდეთ? ვინ მიხსნნეს ჩვენ სატანჯველთაგან? რამეთუ არა რაი არს უბოროეტეს ძვირის ხსენებისა, და ნაცვლის მიგებისა ბოროტის მყოფელთა, და ამას გამოაჩინებს თანანადები იგი ბევრეულისა ტალანტისა, რომელსა შეენდო და მერმე მიეხადა. რამეთუ შეენდო ღვთის კაცთ-მოყვარებისათვის და მიეხადა თვისისა უკეთურებისათვის. რამეთუ ჩვენ, საყვარელნო, მოყვასთა ყოველივე ცთომა შევუნდოთ ყოვლითა გულითა ჩვენითა და კეთილიცა ვუყოთ მათ, რათა მივემთხვივნეთ ღვთის კაცთ-მოყვარებასა და ჩვენცა მოგვიტევნეს ყოველნი თანანადებნი ჩვენნი, და საუკუნენი კეთილნი მოგვეცნენ მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი