თემა: ზიარება
1786.რა გვეძლევა ზიარების საიდუმლოში?
ზიარების საიდუმლოში პურის და ღვინის სახით ვიღებთ უწმინდეს ხორცსა და უძვირფასეს სისხლს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, საკურნებლად სულისა და ხორცისა და საუკუნო ცხოვრების დასამკვიდრებლად.
1787.რას ვუწოდებთ შემოკლებით უფალ იესო ქრისტეს ყოვლადწმიდა ხორცსა და ყოვლადწმიდა სისხლს?
შემოკლებით ,,ევქარისტიას", ,,საუფლო ძღვენს" ან ,,საღმრთო სერობას" ვუწოდებთ.
1788.როდის დაადგინა ქრისტემ ზიარების საიდუმლო?
დაადგინა ვნების წინა დღეს.
1789.როგორ დაადგინა ქრისტემ ზიარების საიდუმლო?
დაადგინა ამგვარად:
1. მან აიღო პური, აკურთხა, გადატეხა, დაურიგა მოწაფეებს და უთხრა: ,,მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ხორცი ჩემი" (მთ.26,26).
2. აიღო თასი, აკურთხა ღვინო მასში, მისცა მათ და უთხრა: ,,ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისაი, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა" (მთ. 26,27-28), ხოლო შემდეგ
3. უთხრა მათ: ,,ამას ყოფდით მოსახსენებლად ჩემდა" (ლკ.22,19).

1790.რატომ დაადგინა ქრისტემ წმიდა ევქარისტიის საიდუმლო?
დაადგინა ჩვენდამი გამოუთქმელი სიყვარულის გამო,
1. რათა ჩვენი სული და ხორცი თვისი ხორცითა და სისხლით აკურთხოს და ააღორძინოს საუკუნო სიცოცხლისათვის,
2. რათა ამ გზით კვლავაც შესწიროს თავი თვისი მსხვერპლად ჩვენთვის.
3. რათა წმიდა ევქარიტიის საიდუმლოს მეოხებით ჩვენს შორის ჰგიებდეს ქვეყბიერების დასასრულამდე.

1791.ბრძანებდა თუ არა ქრისტე საიდუმლო სერობამდე, რომ ზიარების საიდუმლოს დადგენას განიზრახავდა?
დიახ, ბრძანებდა, რომ იზრახავს ევქარისტიის საიდუმლოს დადგენას, კერძოდ ხუთი ათასი კაცის სასწაულებრივად დაპურებიდან მეორე დღეს.
1792.რა უთხრა ქრისტემ სასწაულებრივად დაპურებიდან მეორე დღეს მასთან მისულ ხალხს?
ქრისტემ უთხრა:
1. ,,იმოქმედეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხოვრებად საუკუნოდ, რომელი ძემან კაცისამან მოგცეს თქუენ" (ინ.6,27).
2. ,,მე ვარ პური ცხოვრებისაი" (ინ.6,48).
3. ,,პური რომელი მე მივსცე, ხორცი ჩემი არს" (ინ.6,51).
4. ,,ხორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს" (ინ.6,55).
5. ,,რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა იგი ჩემ თანა დადგომილ არს, და მე მის თანა" (ინ.6,56).

1793.სწორია თუ არა შეხედულება, რომ ქრისტეს სიტყვებით: ,,ესე არს ხორცი ჩემი" და ..ესე არს სისხლი ჩემი" სურდა ეთქვა მხოლოდ ეს: ,,ეს არის მინიშნება ანუ სიმბოლო ჩემი ხორცისა და ჩემი სისხლისა" ?
ეს შეხედულება მცდარია, რამდენადაც ქრისტეს არასოდეს უთქვამს და არ მოუცია ფიქრის საბაბი, თითქოს ჩვენ უნდა ვჭამოთ და ვსვათ მისი ხორცის და სისხლის ნიშნად ანუ სიმბოლოდ. არამედ მუდამ ბრძანებდა იმგვარად, რომ სხვაგვარად შეუძლებელია მისი სიტყვების შეცნობა, გარდა იმ ერთადერთი მნიშვნელობით, რომ თავად ის ჭეშმარიტად გვაძლევს საზრდოდ თავის ხორცსა და სისხლს. ქრისტემ ესეც კი ბრძანა: ,,რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხონდეს ჩემ მიერ" (ინ.6,57).
1794.როდის იკურთხევა და გარდაისახება პური და ღვინო ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ხორცად და სისხლად?
იკურთხება და გარდაისახება წმიდა ლიტურღიაზე როდესაც მღვდელი, საიდუმლო სერობაზე ქრისტეს მიერ წარმოთქმულ სიტყვების გამეორების შემდეგ, ილოცებს, რათა შესაწირავი ძღვენი - პური და ღვინო, სული წმიდის მიერ გარდასახული იქნას და იქცეს ქრისტეს ხორცად და სისხლად.
1795.სწორია ზოგიერთი ადამიანის შეხედულება, რომ წმიდა ევქარისტიაში ვიღებთ მხოლოდ ჩვეულებრივ პურს და ჩვეულებრივ ღვინოს და რომ ამას ვაკეტებთ მხოლოდ იმისთვის, რომ გავიხსენოთ უფალი იესო ქრისტე, რომელიც თანადამსწრეა ამ დროს ჩვენს გონებაში?
ეს შეხედულება მცდარია, რამდენადაც:
1. უფალ იესო ქრისტეს გახსენება და გონებით მასთან ყოფნა ყოველთვის შეგვიძლია წმიდა ზიარების გარეშეც.
2. წმიდა ევქარისტია დადგენილ იქნა არა იმისთვის მხოლოდ, რომ გაგვეხსენებინა უფალი იესო ქრისტე და მასთან ერთობაში ვყოფილიყავით გონებით, არამედ უმთავრესად იმისთვის, რომ ვჭამოთ მისი ყოვლადწმიდა ხორცი და ვსვათ უძვირფასესი სისხლი და ამით განგვეწმიდა სული და ხორცი, რისი მიღწევაც შეუძლებელია მისი მხოლოდ გახსენებითა და გონებით მასთან ყოფნით.

1797.როგორი პური და ღვინო უნდა იყოს გამოყენებული ევქარისტიის საიდუმლოში?
პური უნდა იყოს ხორბლის, აფუებული, და ბუნებრივი წითელი ღვინო - სუფთად დაყენებული.
1798.რატომ უნდა იყოს საიდუმლო ზიარებისას ხორბლის პური აფუებული, და ღვინო ბუნებრივი?
იმიტომ, რომ:
1. საიდუმლო სერობაზე ქრისტემ ამგვარი პური და ღვინო გამოიყენა,
2. ეკლესიაც, მეათე ასწლეულამდე ამგვარ პურს და ღვინოს იყენებდა, რასაც დღემდე აკეთებს მართლმადიდებელი ეკლესია.
1. საიდუმლო სერობაზე ქრისტემ ამგვარი პური და ღვინო გამოიყენა,
2. ეკლესიაც, მეათე ასწლეულამდე ამგვარ პურს და ღვინოს იყენებდა, რასაც დღემდე აკეთებს მართლმადიდებელი ეკლესია.
1799.საიდან ვიცით, რომ საიდუმლო სერობაზე ქრისტემ აფუებული ხორბლის პირი გამოიყენა?
ეს ვიცით წმიდა წერილიდან, სადაც, ბერძნულ ტექსტში ამ პურს ,,არტოს"-ი ეწოდება, ე.ი. საფუარზე დამზადებული, მაშინ როცა უფუარ პურს ბერძნულად ,,აზიმოს"-ი ჰქვია (მთ.26,26; მკ. 14,22; ლკ. 22,19).
1800.ქრისტემ აფუებული ხორბლის პური მკვდრეთით აღდგომის შემდეგაც გამოიყენა?
დიახ, გამოიყენა, დაბა ემაუსში მან განტეხა და მისცა პური (წმ.ევქარისტია) ორ მოწაფეს, რომელიც ბერძნულად არტოსადაც იხსენიება (ლკ.24,30).
1801.იყენებდნენ თუ არა წმ. ევქარისტიის აღსრულებისას მოციქულები აფუებულ პურს?
მოციქულები გამონაკლისის გარეშე, ყოველთვის აფუებულ ხორბლის პურს იყენებდნენ, რამეთუ ისინი ევქარისტიის პურს მხოლოდ ბერძნულ სახელს ,,არტოსს" უწოდებდნენ (საქ.2,42; 2,46; 20,7; Iკოლ.10,16).
1802.საიდან ვიცით, რომ ქრისტე და მოციქულები წმ. ევქარისტიის დროს წითელ ღვინოს იყენებდნენ?
ეს ვიცით წმიდა გადმოცემიდან.
1803.ყველა ქრისტიანი უნდა ეზიაროს პურით და ღვინით ანუ ორივე სახით?
დიახ, რამეთუ:
1. ქრისტემ ბრძანა: ,,ჰსუთ ამისაგან (თასიდან) ყოველთა".
2. უფალ იესო ქრისტეს ამ სიტყვების თანახმად უადრეს ხანებში ეკლესიებში ყველა მორწმუნე ეზიარებოდა არა მხოლოს ქრისტეს ხორცს, არამედ სისხლს, როგორც ამ ჟამადაც აღესრულება უცვლელად მართლმადიდებელ ეკლესიაში.

1804.როდის ხდება მართლმადიდებელ ეკლესიაში წმიდა საიდუმლოსთან ზიარება?
ხდება საღმრთო ლიტურღიაზე; გამონაკლისნი არიან ხნეულები, რომელთაც ზიარება ეძლევათ ლიტურღიის გარეშე.
1805.მართლმადიდებელ ეკლესიაში წმ. საიდუმლო ავადმყოფებს ორივე სახით ეძლევათ?
მათ ეძლევათ ქრისტეს უძვირფასესი სისხლით გაჟღენთილი მისი უწმინდესი ხორცი.
1806.ეძლევათ მართლმადიდებელ ეკლესიაში წმ. საიდუმლო ჩვილებსა და უცოდველ ყმებს?
ეძლევათ, თუ მათზე აღსრულებულია ნათლისღებისა და მირონცხების საიდუმლოებები.
1807.როგორ ინახება სნეულთა ზიარებისთვის განკუთვნილი წმიდა ნაწილები?
წმიდა ნაწილები ინახება ლითონის მომცრო, უფრო ხშირად ვერცხლის სანაწილეში, რომელიც თავსდება ტაძრის ძღვენსაცავში, წმ. ტრაპეზე.