1834. რა გვეძლევა სინანულის საიდუმლოში?
1834. რა გვეძლევა სინანულის საიდუმლოში?
1. ყურადღებით და სამართლიანად გავიხსენოთ, რა ცოდვები ჩავიდინეთ უკანასკნელი აღსარების შემდეგ, შევთხოვოთ სული წმიდას შეგვეწიოს გახსენებაში,
2. მთელი გულით უნდა შევინანოთ ჩვენი ცოდვების გამო,
3. მტკიცედ უნდა გადავწყვიტოთ გამოსწორება,
4. მტკიცე რწმენით იესო ქრისტეს მიმართ გულწრფელად ვაღიაროთ მოძღვრის წინაშე ჩვენი შეცოდებანი,
5. პატიოსნად, შევასრულოთ ყველაფერი, რასაც მოძღვარი დაგვავალებს.
1. შეუნდოს მტრებს,
2. მოყვასს მიყენებული დანაკლისი შეძლებისდაგვარად აუნაზღაუროს,
3. ერიდოს ცოდვის ჩადენის ყველა საბაბს, განსაკუთრებით განეშოროს ურიგო საზოგადოებას.
განმარტება:
I. საკუთარი ცოდვების გახსენებას სინდისის გამოცდაც ეწოდება.
II. საკუთარი სინდისის გამოცდა, წუხილი დაშვებული შეცდომის გამო, განზრახვა, რომ განეშორო მათ, ცოდვების აღიარება და ეპიტიმიისთვის მზადყოფნა - აუცილებელია. ეს გამომდინარეობს უფალ იესო ქრისტეს იგავიდან უძღებ შვილზე, რომელმაც განსაცდელის ჟამს გამოსცადა საკუთარი სინდისი, წუხდა ცოდვათა გამო, გადაწყვიტა გამოსწორებულიყო, ყველაფერი აღიარა მამის წინაშე და მოისურვა მასთან მისულიყო არა როგორც შვილი, არამედ როგორც ერთ-ერთი მოჯამაგირე (ლკ. 15,11-19). ამგვარადვე თხოულობენ მზრუნველი მშობლებიც თავიანთი დამნაშავე შვილებისგან სინანულს, გამოსწორებასა და თავიანთი დანაშაულის აღიარებას. ამასვე ითხოვს ყოველი ზცვენგანისგან ზეციური მამაც.
III. ადამიანები, რომელთაც მრავალი ცოდვა ჩაიდინეს, როდესაც თავისი მდგომერეობის შეცნობას იწყებენ, ჰგონიათ, რომ მათი პატიება შეუძლებელია და რომ უიმედოა მათ შენდობაზე ფიქრი. სხვანი კიდევ უფრო განმედგრდებიან თავიანთ ცოდვაში, მეორენი სასოწარკვეთილებაში ვარდებიან და ხელყოფენ საკუთარ სიცოცხლეს. ულმობლობა და სასოწარკვეთილება საუკუნო სიკვდილს უქადის ადამიანს. ამიტომ არასწორეა სისასტიკე და სასოწარკვეთილება. თვით უდიდესი ცოდვილიც უნდა მოელოდეს ღმრთისგან შენდობას და გადაწყვიტოს შეუდგეს სინანულს. უფალს ცოდვილის სიკვდილი კი არა, მისი გამოსწორება, სიცოცხლე და გადარჩენა სურს (ეზეკ. 33,11).
IV. ზოგს რცხვენია საკუთარი ცოდვების აღიარება. ეს უგუნურებაა. თუ არ გრცხვენია ღმერთთან შეცოდების, რომელიც ყველაფერს ხედავს, მაშ, რატომღა უნდა გრცხვენოდეს ამ ცოდვების აღიარება? გულწრფელი აღიარება შეამსუბუქებს ჩვენს სულს და აღარ დაიტანჯება სინდისის ქენჯნით. უმჯობესია ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები, ვიდრე მასთან ერთად მოვკვდეთ და შემდგომ, საშინელ სამსჯავროზე შევრცხვეთ ყველა ადამიანისა და ანგელოზის წინაშე.
V. თუ რამდენად მნიშვნელოვანია მონანიება და საკუთარი ცოდვების აღიარება, ამაზე მეტყველებს წმ. იოანე ნათლისმცემლის ქადაგებები, რომელიც დაუგალავად მოუწოდებდა თავის მსმენელთ სინანულისკენ. მრავალი შეისმენდა და აღიარებდა ცოდვებს. უფალმა იესო ქრისტემ როგორც გამომსყიდველმა, ასევე იწყო თავისი მოღვაწეობა ქადაგებით: "შეინანეთ, რამეთ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაი" (მთ. 4,17).
VI. არასწორეა შეხედულება, თითქოს მონანულზე მოძღვრის მიერ დაკისრებული ეპიტიმიით საღმრთო სამართალი აღსრულდება. ადამიანს არ ძალუძს, რომ თავისი ცოდვებისთვის, მძიმე იქნება თუ მსუბუქი თავად აღასრულოს საღმრთო სამართალი, ეპიტიმია მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ ადამიანს გაუღვივდეს სწრაფვა ახალი ცხოვრების დასაწყებად
|
|