image

თემა: ამპარტავნება,  სიმდაბლე


სწავლა მზ. თავი ილ. ამპარტავნებისათვის.

ამპარტავნებისათვის ანგელოსნი ზეცით გარდამოსცვივნეს და ეშმაკად შეიცვალნეს. სიმდაბლე ზეცად აღვალს და ანგელოსთა თანა მოდასე იქმნების და ამპარტავნება ეშმაკთა თანა განიწესების. ვედრება მდაბლისა მიიწევის წინაშე ღმრთისა, და ვედრება ამპარტავანისა განარისხებს ღმერთსა. ვითარცა სიმძიმე ნაყოოფისა დასცემს რტოსა, ეგრეთვე ამპარტავნება წარსწყმედს სათნოებასა; ვითარცა ხე უფესვო მოსწრაფედ დაეცემის, ეგრეთვე კაცი ამპარტავანი ადვილად ჯოჯოხეთისა ნახეთქსა შთავვარდეს. ვითარცა ნერგსა განუწმედელსა კუროს თავთაგან (ეკალთაგან) არა ძალ-უძს აღორძინებად, ეგრეთვე კაცსა ამპარტავანსა არ ძალ-უძს წარმართებად კეთილისა ცხოვრებად, უკეთუ არა სიმდაბლითა ამპარტავნება განიოტოს და მორჩილებითა სინანულისათა, რამეთუ მაღლად რბის სული ამპარტავანისა და მუნითგან სიღრმესა შინა ჯოჯოხეთისასა შთაიჭრების. ვითარცა ნაყოფი განრყვნილი უხარ არს მუშაკისა, ეგრეთვე ლოცვაცა ამპარტავანისა არა შესაწყნარებელ არს ღმრთისა. სულსა ამპარტავანისასა არა აქვს ნაწილი ღმრთისა თანა, არამედ ეშმაკთა სიხარულევან იქმნების. რად მაღლოი ჰოი კაცო? მიწა ხარ და ნაცარი და რად ამპარტავნებით მოიწყვლები? ჰოი უგუნურო! უკეთუ დიდ ვინმე ხარ, რომლისამე წესითა გაქუნდინ სიმდაბლე, და არა სადა იგმოს დიდება შენი, სხვათა ცოდვათა ნუ გამოეძიები, რათა დიდებულ იქმნე დღესა სასჯელისასა. ნუ დაუტეობ შეჭირვებულსა მტირალსა, და არა უგულებელს იქმნეს ლოცვა შენი, ჰოი გლახაკო კაცო! ვინ შეგქმნა შენ ანუ სადა აღგიღო მიწაი? რაისა ესავ სიმდიდრესა და არა გეშინის ღმრთისა, რომელი მიწადვე მიქცევად ხარ, რად ამაოდ შვრები (იღლები) და ამპარტავნებ და მოქადულობითა ცუდითა ბოროტად წარსწყმდები? და რად განიბერები ვითარცა პერულის წყლისა? ვითარმედ მიწა ხარ და არა მრავლისა შემდგომად მიწადვე შთახვიდე აწ ამპარტავანი და შემდგომად მცირედისა მატლთა თანა განისვენო. ჰოი უგუნურებაი!! გულის-ხმა-ჰყავ შენი უძლურება და ნუ ამპარტავნებ, რამეთუ დაბადებული ხარ ღვთისა! ნუ უარ-ჰყოფ დამბადებელსა შენსა, მიხედენ ბუნებასა შენსა და იხილენ თანა მონათესავენი შენნი, რამეთუ იგინიცა მისვე ბუნებისანი არიან და ნუ განაგდებ ამპარტავნებისათვის შენისა. უკეთუმცა დღეს შენ მდიდარ ხარ და იგი გლახაკი, არამედ წინაშე ღმრთისა იგი უფროს არს შენსა. ჰოი კაცო, ნუ ამპარტავნებ მრავლისათვის სიმდიდრისა, რამეთუ მწუხარება მისი განგყოფს ღმრთისაგან, და ცხოვრებასა მდიდართასა ნუ ჰნატრი, რამეთუ ძლიერნი ძლიერად გამოიძინეს. ვითარცა ფერხ-შეკრულისა არა იქმნების სლვაი, ეგრეთვე მწუხარებით შეპყრობილისა ცად აღსლვაი, ჰოი მდიდარო! ნუ ამპარტავნებ მონაგებთათვის შენთა და განხრწნადთა ნუ იქადი. ღმერთ არს მხოლოდ მდიდარი, რომელსა აქვს უხრწნელი სიმდიდრე, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
image image
 
თემატური კითხვები