1852. რა გვეძლევა მღვდლობის საიდუმლოში?
1852. რა გვეძლევა მღვდლობის საიდუმლოში?
1. ასწავლოს ადამიანებს საღმრთო გამოცხადება,
2. აღასრულოს საიდუმლოებანი და ღმრთისმსახურება,
3. დაიცვას საეკლესიო წესწყობილება.
1. ქრისტემ მოციქულებს უბრძანა, რომ როგორც მამა წარმოგზავნა იგი, ასევე გზავნის ისიც მათ და უბრძანა მოციქულებს, რათა წავიდნენ და ასწავლონ ადამიანებს საღმრთო გამოცხადება (მთ. 28,19).
2. ქრისტემ მოციქულთ ნათლისღების, ევქარისტიის, სინანულის და სხვა საიდუმლოებათა აღსრულების ძალა-უფლება მიანიჭ (მთ. 28,19; ლკ. 22,19; ინ. 20,22-23);
3. დაავალა მათ ეზრუნათ, რათა ეკლესიას დაემარხა ანუ დაცული და აღსრულებული ყოფილიყო მისი სწავლება, მიუთითა რომ, ბინც ეკლესიას არ დაემორჩილება, იქნება ვითარცა წარმართი და მეზვერე (მთ. 18,17).
1. საეპისკოპოსო,
2. სამღვდლო,
3. დიაკვნის.
1. დიაკვანი ემსახურება საიდუმლოთა აღსრულებისას.
2. მღვდელი ეპისკოპოსზე დამოკიდებულებით აღასრულებს საიდუმლოთ.
3. ეპისკოპოსი საიდუმლოთაც აღასრულებს და აგრეთვე, ხელდასხმისა და ხუცესთა და დიაკონთა დანიშვნის უფლებაც აქვს.
1. ეპისკოპოსებთან, მღვდლებთან და დიაკვნებთან ერთად იმარხავენ წმიდა სარწმუნოებას, იმიტომ, რომ ეკლესიის ყველა წევრი ქრისტეს სხეულის ნაწილია და მირონცხების საიდუმლოში სული წმიდის ბეჭდით აღიბეჭდნენ.
2. ისარგებლონ სასულიერო მომსახურებით, რამდენადაც ეს საეკლესიო წესებს პასუხობს.
3. აირჩიონ თავიანთი ეპისკოპოსი წარმომადგენლების საშუალებით, მღვდლებთან და დიაკვნებთან ერთად. თუ ასეთი პირი აკმაყოფილებს საეკლესიო განწესებას, მაშინ მას ამ მოვალეობის აღსრულებისას ამტკიცებს ეპისკოპოსთა კრებული.
4. აირჩიონ თავიანთი მღვდლები და დიაკვნები, რომლებსაც, თუკი ისინი დააკმაყოფილებენ საეკლესიო განწესებას, ამტკიცებს ეპისკოპოსი.
5. მღვდლებთან და დიაკვნებთან ერთად ეპისკოპოსის მეთვალყურეობით აწარმოონ რელიგიური სამუშაო და მართონ ეკლესიის ქონება.
1. იხელმძღვანელონ ეკლესიის სწავლებით.
2. მონაწილეობა მიიღონ ღვთისმსახურებაში და საეკლესიო ცხოვრებაში.
3. შეწირულობებითა და სხვა გზებით შეეწიონ ტაძრებსა და სამღვდელოებას (იქ, სადაც სახელმწიფო არ უხდის ხელფასს სამღვდელოებას) და საერთოდ ყველას, ვინც ტაძარს ემსახურება, რამეთუ ქრისტემ ბრძანა ყველას, ვინც სახარებას ქადაგებს, ხარებულნი შეეწეოდნენ მას.
განმარტება
I. წმიდა პავლემ მოციქულებს ღმრთის თანაშემწენი, ქრისტეს მსახურნი და ღმრთის საიდუმლოთა მნენი უწოდა (I კორ. 3,9;4,1;).
II. ეპისკოპოსები ეკესიაში ქმნიან ეპარქიას, ანუ უპირატესნი არიან მღვდლებზეც და ერისკაცებზეც. ეპისკოპატი იმდენაც მნიშვნელოვანია, რომ მის გარეშე ეკლესია შეწყვეტდა ასრებობას.
III. პატივი ეცი სასულიერო პირთ და მადლობდე მათ, რამეთუ ისინი შენი სულისთვის იღვწიან.
IV. ევედრე ღმერთს, რომ კარგი და კეთილსინდისიერი სულიერი მწყემსნი გამოგვიგზავნოს. ქრისტემ თავის მოწაფეებს უთხრა: "ევედრებით უფალსა სამკალისასა, რაითა გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თვისსა" (მთ. 9,38).
V. სახარებისეულად ცხოვრება მსხვერპლს ითხოვს, რომელსაც ერისკაცნი (ვისაც სახარება ექადაგება) ეკლესიის სასარგებლოდ გასცემენ.
|
|