ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: მემთვრალეობა
სწავლა ჲდ.მთვრალობისათვისვე.
იტყვის მოციქული პავლე: "ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე". რამეთუ მომთვრალენი დაითვრენ რა - იმწუპებიან ვითარცა ღორნი სიმყრალესა შინა და გარდააბნევენ, რაიცა აქვნდეს კეთილი, გინათუ სიწმიდე ხორცთა, გინათუ კრძალულებაი, გინათუ გონიერება, გინათუ სიბრძნე ანუ თუ სიმშვიდე, გინა სიმდაბლე. ამისთვის თქმულ არს, ვითარმედ: "მთვრალობითა სასუფეველი ცათა ვერვინ იხილოს", ვითარცა იტყვის: "ნუ ჰსცდებით, არცა მეძავთა, არცა კერპთ-მსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა მამათ მავალთა, არცა ჩუკენთა (ხელით დაცემა), არცა მპარავთა, არცა ანგაჰართა, არცა მომთვრალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღვთისა ვერ დაიმკვიდრონ" (ა. კორნ. ვ თ.).
აჰა ესერა იხილეთ რაბამთა ბოროტთა თანა აღრაცხა მოციქულმან მთვრალობაი, რამეთუ ნამდვილვე მათ ყოველთა მოყვასი არს და მიზეზი! აწ უკვე, ჰოი კაცო! გულის-ხმა-ვჰყოთ და არა რაისა ამის და უსარგებლოსა საქმისათვის ნუ მივსცემთ თავთა ჩვენთა, ესე ვითართა ბოროტთა სულისა წარწყმედელისა, არამედ გევედრები, ძმანო, და განვეშორნეთ შვებისაგან და მთვრალობისა, მარხვითა და ლმობიერად ვედრებითა ღვთისათა აღვასრულნეთ დღენი ჩვენნი, რათა ვჰპოვოთ მოტევება ცოდვათა და საუკუნეთა კეთილთა ღირს ვიქმნეთ მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი