image

თემა: მარხვა


სწავლა ჲე. თავი კბ. მარხვისათვის.

საყვარელნო, მარხვა სამოთხესა შინა განიწესა. რამეთუ ადამ არა დააკლო ღმერთმან მარხვასარომელსაცა ჰრქვა: "ყივლისაგან ხისა, რომელ არიან სამოთხესა შინა, სჭამოთ, ხოლო ხისა მისგან, რომელ არს ცნობად კეთილისა და ბოროტისა, არა სჭამოთ მისგან". და აჰა ესე არს სახე მარხვისა. ხოლო უკეთუ სამოთხესა შინა იყო მარხვაი, რაბამ უფროს გარე სამოთხისა სარგებელ არს? უკეთუ პირველ წყლულებისა იყო წამალ, რაბამ უფროს წყლულებასა ზედა? უკეთუ არღარა შემოსრულ იყო ჩვენ ზედა ბრძოლა გულის-თქმისა და სახმარ იყო საჭურველი მარხვისა, რაბამ უფროს აწ შორის ბრძოლათა გულის-თქმათასა მდგომარეთა საჭირო არს მარხვაი? აწ ესერა ჰსცანით, თუ ვითარ განურისხნების ღმერთი შეურაცხის-მყოფელთა მარხვისათა, და რაბამ უფროს უყვარს მისი პატიოსან ყოფაი? არა პატივ-ჰსცა ადამ მარხვასა, ვინაცა ესმა ხმაი უფლისა მეტყველი, ვითარმედ: "მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც". ხოლო ამის მიერ გულის-ხმა-ვჰყოთ, ვითარ არა სათნო უჩნს ღმერთსა, ვინ მარხვასა ჰგმობდეს, რამეთუ მუნვე მეყვსეულად სიკვდილსა შეიმოსს, შეურაცხის-მყოფელი მარხვისა. და გულის-ხმა-ჰყავთ ძალი მარხვისა, რამეთუ მარხვა გვასწავებს ჩვენ მოქცევასა სინანულად, ვითარცა დიდი იგი ქალაქი ნინევისა წარწყმედისაგან იხსნნა მარხვამან და სინანულმან და ცხოვრებად მოაქცივნა. ხოლო მოსეს და ილიას ოდეს უნებდათ მიახლება ღვთისა მიმართ და ზრახვად, პირველ უკვე მარხვისა მიმართ მიივლტოდეს და ლოცვითა მარხვისათა მიახლებულ იქმნებოდეს მისსა. ხოლო იმარხა თვით თავადმანცა ღმერთმან და უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან ორმეოცი დღე, არა მოხამსემან მარხვისამან, არამედ სახედ მოგვცა ჩვენ და სძლო ყოველსა ძალსა ეშმაკთასა, რამეთუ ჩვენცა გვამცნებს მარხვასა მეტყველი, ვითარმედ: "არა რაით განვალს ნათესავი ეშმაკისა, გარნა ლოცვითა და მარხვითა". ამისთვის ვიმარხვიდეთ, საყვარელნო, რათა განვერნეთ ბრძოლათა ეშმაკისათა, და ღირს ვიქმნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა ზეცისათა მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა შვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები