image

თემა: ლოცვა,  შიში

431. ზოგჯერ აზრი მაშინებს და სალოცავად შესვლას მაიძულებს.
შიშის გამო ნუ შეხვალ, მაგრამ ლოცვისთვის შესვლა და ღვთისა და მისი წმიდანებისადმი შენი ცხონებისათვის ლოცვა ნებისმიერ დროს შეგიძლია.
432. შენ მითხარი, შიშის გამო ნუ შეხვალო. მაგრამ მაშინაც კი, როდესაც შესვლა და ჩემი ცხონებისთვის ლოცვა მსურს, აზრი შიშს მითესავს, რომ ლოცვისაგან დამაკავოს, რაშიც თქვენს მოცემულ მცნებას ვგულისხმობ - შიშის გამო ლოცვისთვის არ შეხვიდეო.
ასეთ შემთხვევაშიც არ მოუსმინო მას, არამედ შედი და ილოცე; შიში კი არაფრად ჩააგდო, არც ის, რომელიც ლოცვისკენ გიბიძგებს და არც ის, რომელიც მისგან განგაყენებს, არამედ ყველაფერი დროულად და ღვთის შიშით გააკეთე.
image image
 
თემატური კითხვები
30 ივლისს არის ხსენება:
ღირსი ლაზარე გალისიელის ნაწილთა აღმოყვანება (1053) (ძვ. სტ. 17 ივლისს)