ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ლოცვა, ღმერთზე მინდობა
437. ვისაც სურს თავის საკუთრება კეთილგონივრულად გაანაწილოს და ღვთის ნებისაებრ სხვას გადასცეს, მაგრამ მამებისაგან დარიგების მიღების საშუალება არა აქვს და არ იცის, როგორ მოიქცეს, როგორ ილოცოს?
დაე, ასე ილოცოს: „უფალო, მე შენს ხელთა ვარ, შენ იცი რა არის ჩემთვის სასარგებლო, დამარიგე შენი ნებისამებრ და ნუ დაუშვებ, რომ დაბნეულობაში ჩავვარდე და ბოროტად გამოვიყენო საკუთრება; ის შენ გეკუთვნის და შენ განაგებ მას. ამიტომ ისე მოაგვარე მეუფეო, რომ ეს შენი შიშით აღვასრულო, ვინაიდან შენ გშვენის საუკუნო დიდება, ამინ.